მრგვალი მაგიდები (54)
მრგვალი მაგიდა – შეხვედრები, შეკრებები გარკვეული პრობლემების განხილვისა და ადვოკატირებისათვის. მრგვალი მაგიდა საინფორმაციო-პროპაგანდისტულ როლსაც ასრულებს და კონკრეტული გადაწყვეტილებების შემუშავებას ემსახურება.
ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, კონფლიქტის მოგვარების მიმართ მიდგომების ხელახლა გააზრება და ახალი ვექტორები მისი პოზიტიური ტრანსფორმაციისთვის - ეს აქტუალური საკითხი განიხილეს წყალტუბოს საკრებულოს დარბაზში, სადაც თავი მოიყარა საინტერესო აუდიტორიამ: თვითმმართველობის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები, ახალგაზრდები, ფონდი „სოხუმის“ წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტები.
მრგვალ მაგიდაზე წარმოდგენილი იყო კვლევა, რომელშიც მოცემულია კონფლიქტისშემდგომი პერიოდის და მოლაპარაკების პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპები, გალის მოსახლეობის პრობლემები და პოტენციალი.
ჯგუფური მუშაობის დროს შეხვედრის მონაწილეებმა დააფიქსირეს საინტერესო წინადადებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოზიტიურ ტრანსფორმაციას.
პროექტი ხორციელდება შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით
ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით, სენაკის საკრებულოში გაიმართა მრგვალი მაგიდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოზიტიური ტრანსფორმაციის თემაზე.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ქალებთან და გოგონებთან ჩატარებული ტრენინგის შესახებ და მათ ხედვებზე, რომლებიც ეხება კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. მრგვალ მაგიდაზე გაიმართა კვლევის „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, კონფლიქტის მოგვარების მიმართ მიდგომების ხელახალ გააზრება და ახალი ვექტორები მისი ტრანსფორმაციისთვის“ პრეზენტაცია.
მონაწილეები ინტერესით გაეცნენ ყველა ინფორმაციას, აღნიშნეს ფონდი „სოხუმის“ აქტიური მუშაობა კონფლიქტის ტრანსფორმაციისათვის და წარმოადგინეს თავიანთი წინადადებები.
პროექტი ხორციელდება შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით
ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ხონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „ადამიანური უსაფრთხოების ინკლუზიური მიდგომები: ქალთა საინიციატივო ჯგუფების მუშაობა, თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან“.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და ლოკალური თემის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, აქტივისტები.
მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაციები ადამიანური უსაფრთხოების ინკლუზიურ მიდგომებზე, გამოწვევებზე, იმაზე, როგორ მუშაობენ ქალთა საინიციატივო ჯგუფები, როგორ ხდება პრობლემათა ადვოკატირება.
დისკუსიისას გარკვეული რეკომენდაციებიც შემუშავდა. საერთო მოსაზრებით, ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის ასამაღლებად აუცილებელია საზოგადოების გააქტიურება, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა და იმ პრობლემების ადვოკატირება, რომელთა გადაწყვეტა ადგილობრივ დონეზე შესაძლებელია.
დევნილთა და ლტოლვილთა საერთაშორისო დღე მრგვალი მაგიდით აღნიშნეს ფონდი „სოხუმის“ ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია მონაწილეებში და მიღწია მიზანს - მათ მიიღეს ინფორმაცია მუნიციპალურ პროგრამებზე, გაიგეს უფრო მეტი სოციალური პრობლემების მოგვარების კუთხით არსებულ მხარდაჭერაზე ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან.
ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულთა საერთაშორისო დღეს კოკის ადმინისტრაციულ ერთეულში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) გამართულ მრგვალ მაგიდას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი გამგეობის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო და დევნილებს ის პროგრამები გააცნო, რომელთაც გამგეობა ახორციელებს.
აღინიშნა, რომ პროგრამები მოსახლეობის ინტერესებზეა ორიენტირებული. უახლოეს ხანებში იწყება ინოვაციური პროექტი „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“.
დამსწრეებმა გამგეობის წარმომადგენლებს კითხვებით მიმართეს და მათგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.
წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში დევნილთა და ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა შეკრებილებს გააცნეს მუნიციპალური სოციალური პროგრამები. ინფორმირებული დევნილები თავიანთი საჭიროებების მიხედვით გამოიყენებენ სახელმწიფო მხარდაჭერას.
დევნილთა და ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა მრგვალი მაგიდა ფონდი „სოხუმის“ ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. შეხვედრის მიზანი იყო დევნილთა ინფორმირებულობის გაზრდა ადგილობრივ მუნიციპალურ სერვისებზე და პროგრამებზე. შეხვედრაზე მოწვეული იყო ფოთის მერიის ჯანდაცვის და სოციალური განყოფილების ხელმძღვანელი მაია მაკალათია და ისაუბრეს მუნიციპალურ პროგრამებზე.
ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა მრგვალი მაგიდა დევნილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. მოწვეული იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობის და დევნილთა სამსახურის წარმომადგენლები. გულისტკივილით გაიხსენეს აფხაზეთი, დევნილობასთან დაკავშირებული სირთულეები. ისაუბრეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრულ პროგრამებზე და დევნილთა განსახლების საკითხებზე. შეხვედრა აქტიურად წარიმართა და მონაწილეებმა ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მონაწილეობით ჩაატარეს მრგვალი მაგიდები ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, სენაკში, ფოთსა და კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).
შეხვედრებზე გაჟღერდა ინფორმაცია ქალთა სოლიდარობის დღეზე, გენდერულ სიტუაციაზე საქართველოში, ქალთა მიმართ დისკრიმინაციასა და ძალადობაზე. საუბარი შეეხო ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობას, შედეგებს და წარმატებულ მაგალითებს.
16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფმა წყალტუბოს საკრებულოში მოაწყო შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატით.
მასში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენლებმა, აქტიურმა ქალებმა.
შეხვედრაზე ოჯახში ძალადობის ფაქტების პრევენციაზე და მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე ისაუბრეს. გაჟღერდა ინფორმაცია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის დროებითი საცხოვრებელი ფართის იჯარით უზრუნველყოფისა და ფსიქო–სარეაბილიტაციო ხარჯებისათვის, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
კამპანიის ფარგლებში მრგვალი მაგიდა ჩატარდა ქუთაისშიც, მონაწილეებმა ისაუბრეს იმ ძირითად მიზეზებზე, რომლებიც ხელს უწყობს ძალადობის განვითარებას. ნაჩვენები იქნა მოეწყო 8-წუთიანი ფილმის „ძალადობის წრე“ ჩვენება და განხილვა. მონაწილეებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, მასში გაჟღერდა, რომ აუცილებელია სახელმწიფო რეგულაციების გაძლიერება და საზოგადოების ყველა სეგმენტის გაერთიანება.