დედამ ნაცნობებთან დატოვა და გაქრა. გოგონა სიყვარულის გარეშე გაიზარდა. სკოლაში ბულინგის მსხვერპლი იყო. 15 წლისა გათხოვდა, მაგრამ იქაც ვერ იპოვა ბედნიერება - ქმარი ამცირებდა, სცემდა. მოთმინების ფიალა აევსო, როცა ნაჯახით ლამის მოკლა. მაშინ გადაწყვიტა, ეთხოვა დახმარება და გაქცეულიყო სახლიდან ორ შვილთან ერთად.
ასე მოხვდა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში.
იქიდან ფონდ „სოხუმს“ დააკავშირეს - აქ გაიარა ფსიქორეაბილიტაცია, პროფესიული კურსები. ფონდმა „სოხუმმა“ მისთვის ბინის დაქირავება შეძლო, დაეხმარა ყოფითი და ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში, დასაქმებაში.
კოვიდ-19 რომ დაემართა, სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში, შვილები კი - ბავშვთა ცენტრში. ახლა ისევ ერთად არიან…