ქალთა გაძლიერება, მათი მხარდაჭერა გულისხმობს იმ პრობლემების ადვოკატირებას, რომლებიც განსაკუთრებით პრიორიტეტულია ქალებისათვის. ზამთრის უამინდობამ ახალი გამოწვევები წარმოქმნა, ქალთა მხარდაჭერის ცენტრებთან მომართვიანობაც გაიზარდა. ცენტრების მობილიზატორები პრობლემათა მოგვარებას თვითმმართველობის დახმარებით ცდილობენ.
ქობულეთში მარტოხელა დედას, ტყიბულში კი სოციალურად დაუცველ ოჯახს მუნიციპალური პროგრამებით შეშის მორები გადაეცათ. სენაკში წარმატებით დასრულდა ადვოკატირების პროცესი ძალადობის მსხვერპლი ქალის მხარდასაჭერად - ოჯახი თვითმმართველობის პროგრამით ისარგებლებს.
აღნიშნული საკითხები გამოვლინდა იმ საინფორმაციო შეხვედრებზე, რომელთაც ცენტრის მობილიზატორები ყოველთვიურად ეწევიან. ქობულეთში, სენაკსა და ტყიბულში საინფორმაციო შეხვედრებს 47 ადამიანი დაესწრო.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ირინა, ჩვენი ფილმის პერსონაჟი, იმ 13 ქალიდან ერთ-ერთია, რომელსაც გასული წლის განმავლობაში ქალთა ფონდ „სოხუმთან“ მოუწია მეგობრობა.
ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში ქალები იღებენ ადამიანურ და პროფესიულ მხარდაჭერას, ახალ ცოდნას, პრაქტიკულ უნარებს, განვითარების პერსპექტივას იმისთვის, რომ დამოუკიდებლად განაგრძონ ცხოვრება.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ყველა ქმედება მიზნად ისახავს მსხვერპლი ქალის გადაქცევას ქალად, რომელმაც იცის საკუთარი და სხვების უფლებები და იცის, როგორ დაიცვას ის...
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
„ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლის დაცვა“ - ამ თემაზე ჩაატარა მრგვალი მაგიდა ქალთა ფონდმა „სოხუმმა“. შეხვედრას ესწრებოდნენ ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის კანონით გათვალისწინებული რეფერირების სუბიექტები ოზურგეთისა და ფოთის მუნიციპალიტეტებიდან - კრიმინალური პოლიციის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები.
აღინიშნა ადგილობრივ დონეზე ერთობლივი ძალისხმევის და კოორდინირების ნაკლებობა. შეკრებილებმა ისაუბრეს იმ გზებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას და დაეხმარება მსხვერპლს. ჯგუფური მუშაობის შედეგად განისაზღვრა კოორდინირების ხელის შემშლელი, ხელის შემწყობი ფაქტორები და ასევე - როგორ გაუმჯობესდეს კოორდინაცია და გააქტიურდეს მუშაობა რეფერირების ადგილობრივი სუბიექტების ჩართულობით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
16 თებერვალს ჩატარდა ტრენინგი ხონის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებთან თემაზე - „სტერეოტიპები და ტოლერანტობა“.
მონაწილეებმა მიიღეს ახალი ცოდნა, გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება თემის ირგვლივ და ბევრ საკითხს სხვა რაკურსიდან შეხედეს.
ტრენინგი ჩატარდა აქტიური დისკუსიის რეჟიმში:
-„ძალიან საინტერესო იყო თქვენგან მოწოდებული ინფორმაცია“;
- „თითქოს ეს თემა არ იყო ჩემთვის უცნობი, მაგრამ დღევამდელმა ტრენიმა ძალიან ბევრ საკითხზე სხვაგვარად დამაფიქრა“;
- „სიამოვნებით ვისმენდი და გავიღრმავე ცოდნა“.
ასე შეაფასეს ახალგაზრდებმა მათთვის ჩატარებული ტრენინგი.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
14 თებერვალს ჩატარდა მორიგი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ხონის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებთან.
რა არის გენდერი, რას ნიშნავს გენდერული თანასწარობა და რისი გამოწვევა შეუძლია გენდერულ უთნასწორობას, ყველაზე ხშირად რა სახის სტერეოტიპებს ვაწყდებით საზოგადოებაში. ამ და სხვა თემებზე ისაუბრეს მონაწილეებმა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელთან ერთად.
აქვე მოყვანილია მონაწილეთა მოსაზრებები საკითხს ირგვლივ - გენდერულმა უთანასწორობამ შესაძლოა გამოიწვიოს:
„დაპირისპირება სქესების წარმომადგენლებს შორის“ ;
„ადამიანის გონებრივი და ამავდროულად ფსიქოლოგიური ზიანი“;
დღევანდელობაში დამკვიდრებული სტერეოტიპებია:
- „მამაკაცი უფრო ძლიერია ფიზიკურად ვიდრე ქალი“;
- „ოჯახში შემომტანი უნდა იყოს კაცი და ქალმა მხოლოდ საშინაო საქმიანობას უნდა მიხედოს“;
-„მამაკაცმა უკეთესად იცის მანქანის მართვა, ვიდრე ქალმა“ და ა.შ.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
მშვიდობის შენება, ნდობის აღდგენა. - ამ საკითხებზე გაიმართა ტრენინგი წყალტუბოს ახალგაზრდული ჯგუფის წევრებისთვის.
მონაწილეებმა იმსჯელეს მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის მექანიზმებზე. ინტერაქტიული ჩართულობით დაფიქსირდა მათი პოზიციებიც განსახილველი საკითხების მიმართ.
„ნდობის გარეშე ვერ ააგებ ურთიერთობას, ჯერ უნდა ენდო და მერე დაიწყო ურთიერთობა.
მშვიდობა გულისხმობს ნდობას, მშვიდობა იწყება ნდობით, სხვანაირად ვერ ააშენებ ურთიერთობას”..- ასეთი იყო მონაწილეთა საერთო პოზიციები.
როგორ მოვიპოვოთ ნდობა, რა უშლის ხელს ნდობის აღდგენას? - დისკუსიისას დასმულ ამ კითხვაზე მონაწილეებმა ცალსახად დააფიქსირეს, რომ ნებისმიერ ურთიერთობაში აუცილებელია სწორი ანალიზი და სტერეოტიპული მიდგომების მსხვრევა, რათა ვენდოთ და გვენდობოდნენ.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ხონის მუნიციპალიტეტის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა წარმატებით დაასრულა ფოკუს ჯგუფების ჩატარების პროცესი
ხონის მუნიციპალიტეტში ქალთა 2 საინიციატივო ჯგუფია.
წარმატებით ჩაიარა ფოკუს ჯგუფების ჩატარების პროცესმა, რაზეც ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს.
ფოკუს ჯგუფებში მონაწილეობისას რესპონდენტებმა შეძლეს არამარტო საკუთარი აზრის დაფიქსირება, არამედ გამოთქვეს სურვილი საინიციატივო ჯგუფში გაწევრიანებაზეც.
ასევე, ხაზგასასმელია ის ფაქტორიც, რომ ხონის საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მოახერხეს მოსახლეობაში არსებული სტერეოტიპების გარღვევა და თავისი საქმიანობით შეძლეს ქალის, ეკონომიკასა და პოლიტიკაში არსებულ როლზე შეხედულების შეცვლა.
ეს უდაოდ დიდი წინსვლაა...
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ხონის მუნიციპალიტეტში, სამხედრო დასახლებაში მცხოვრებმა ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა წარმატებით დაასრულეს ჩაღრმავებული ინტერვიუების ჩატარების პროცესი.
სწორედ, იმ მიღწევებზე, გამოწვევებზე და სირთულეებზე ისაუბრეს მათ საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც 04 თებერვალს ჩატარდა.
ინტერვიუერებმა აღნიშნეს, რომ, ძალიან საინტერესო რესპონდენტები ყავდათ და სხვებსაც გაუზიარეს თავიანთი ემოციები.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
7 თებერვალს ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრებთან.
ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია თუ რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს გენდერულმა უთანასწორობამ:
ძალადობა, უთანხმოება, აზრთა შეუთანხმლებლობა, შიში(ძირითადად მაშინ, როდესაც ქალი ძალადობის ზემოქმედების ქვეშაა), სოციალური პრობლემები, ასევე შეიძლება პიროვნებას არასრულფასოვნების კომპლექსი გაუჩნდეს.
საინტერესოდ დააფიქსირეს მონაწილეებმა თავიანთი მოსაზრებები:
-„საინტერესო იყო შეხვედრა, სადაც ვცრლად და კონკრეტულად გადმოგვცეს თუ რა არის გენდერი და რას ნიშნავს გენდერული თანასწორობა“;
- „ქალი და კაცა თანაბარუფლებიანია ყველა საკითხში“.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით