8 და 9 ივნისს ურეკში გაიმართა ფონდი „სოხუმის “ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრების და ჟურნალისტების ქსელური შეხვედრა.

შეხვედრის რამდენიმე სესია საინტერესო ფორმატით წარიმართა - პრეზენტაცია ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის შესახებ ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის ფორმირების კუთხით; ქუთაისის, სენაკის, ოზურგეთის, ბათუმის, ხობის, ზუგდიდის, წყალტუბოს, ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბების გამოცდილება და მედიის როლი; გენდერული კანონმდებლობა და პრაქტიკა; სტრატეგიის შემუშავება.

შეხვედრის ბოლოს, ყველა მონაწილის აქტიური ჩართვის შედეგად, ჩამოყალიბდა ამომრჩეველ ქალთა კლუბების სამომავლო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და დაისახა კონკრეტული ღონისძიებები.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, ფოთის მე-7 საჯარო სკოლაში და წყალტუბოს 1-ლ საჯარო სკოლაში.

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თემა საინტერესო აღმოჩნდა როგორც აფხაზეთიდან დევნილი, ისე ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის. ისინი ინტერესით ჩაერთნენ დისკუსიაში, გაიხსენეს რეალური ისტორიები, ისაუბრეს კონფლიქტის მოგვარებაზე, მოლაპარაკებებზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, ახალგაზრდა თაობასთან დიალოგზე.

„ასეთი შეხვედრების შემდეგ უფრო მეტი ინტერესი გვიჩნდება თემის მიმართ და დიდი სურვილიც, ჩავერთოთ დიალოგში. ჩვენ შეგვიძლია ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა“, - აღნიშნეს შეხვედრების მონაწილე ახალგაზრდებმა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
19 მარტს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-6 სკოლაში (ქუთაისი) ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდა მოხალისეებმა მოსწავლეებს გააცნეს ინფორმაცია ქალთა სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით. ამ დღეს მიეძღვნა ლიტერატურულ-მუსიკალური კონკურსი. ბოლოს მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
10 მარტს ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გაიმართა ახალგაზრდული კლუბის შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ მოსწავლეები და სტუდენტები.  შეხვედრის თემა იყო 8 მარტის ისტორია და ფემინისტური მოძრაობა მსოფლიოში.
2
დისკუსიის დროს სტუდენტები ძალიან აქტიურობდნენ და მათ კარგი მაგალითი მისცეს მოსწავლეებს.
12 მარტს წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში ჩატარდა ახალგაზრდულმა კლუბის ღონისძიება - ფილმის ჩვენება ქალთა შესახებ, შემდეგ კი - საინტერესო დისკუსია ფემინიზმის ქართული ფესვებისა და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალის როლის შესახებ.
 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienstმხარდაჭერით (გერმანია)

  

ახალგაზრდულ კლუბებში მარტის საინფორმაციო შეხვედრებს განსაკუთრებული დატვირთვა მიეცა, რადგან  ქალთა სოლიდარობის თემა მიეძღვნას. 

8 მარტის და ქალთა მოძრაობის ისტორია, ქალთა სოლიდარობა ძალადობის პრევენციისთვის, ქართული ტრადიციები, სტერეოტიპული აზროვნება - ამ საკითხებს შეეხნენ ახალგაზრდები, რომლებიც შეიკრიბნენ წყალტუბოს პირველ, ფოთის მე-7, სენაკის მე-7 საჯარო სკოლაში, სოფელ ნახახულევში (ხონის მუნიციპალიტეტი),  კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში,  ქუთაისის კერძო სკოლაში „21-ე საუკუნე“.

ახალგაზრდების აქტიურობამ საინტერესო გახადა შეხვედრები. დისკუსიისას გამოიკვეთა, რომ 8 მარტი მხოლოდ დღესასწაულთან, ყვავილებთან და მხიარულ განწყობასთან არ უნდა ასოცირდებოდეს. ეს სოლიდარობის დღეა და გვასწავლის ქალთა პრობლემების გადაწყვეტის გზებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

მარტი ქალთა თვედ ითვლება, ამიტომაც ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრებზე  მთავარ თემად იქცა ქალთა სოლიდარობა ძალადობის პრევენციაში.

ხონის მე-4 სკოლაში ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრაზე მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ შესახებ და იმსჯელეს ქალთა სოლიდარობის საკითხზე.

ფოთის მე-7 და კოკის საჯარო სკოლაში მონაწილეებმა თემის მიმართ დიდი ინტერესი  გამოხატეს და დისკუსიაშიც ჩაერთნენ.

წყალტუბოს 1-ლ საჯარო სკოლაში გოგონები აქტიურობდნენ, სენაკის მე-4 სკოლის მოსწავლეებს შორის კი განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ბიჭები, რომლებიც გულახდილად ამბობდნენ, რომ ქალებს ყოველდღე უნდა მოუწყო დღესასწაული.

***

„სადა ხარ ჩემო სულიკო“, - ასე ჰქვია რეჟისორ ლია ჯაყელის დოკუმენტურ ფილმს, რომელიც გვიამბობს ვარინკა წერეთელზე - აკაკი წერეთლის „სულიკოს“ ტექსტზე შექმნილი პოპულარული ქართული სიმღერის ავტორზე.

ფილმი არის დავიწყებული საზოგადო მოღვაწე ქალის შესახებ, გადაღებულია 10 წლის წინ და ახლაც საკმაოდ აქტუალურია.

ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ფილმის ჩვენებას ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული კლუბის 8 წევრი დაესწრო. მათ მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაშიც, რომელიც აქტიურად და საინტერესოდ წარიმართა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

23-24 დეკემბერს ბორჯომში ჩატარდა ტრენინგი სტრატეგიული დაგეგმარების საკითხებზე. ტრენინგში ქუთაისისა და სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბების წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ შეაჯამეს 2015 წლის მუშაობის შედეგები და დასახეს სამომავლო გეგმებზე.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

   

წყალტუბოს მე-3 სკოლაში,სენაკის მე-7 სკოლაში და ფოთის მე-2 სკოლაში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები.

შეხვედრებს უკვე ნაცნობ მოსწავლეებთან ერთად ახლებიც ესწრებოდნენ.

თემის განხილვამ გამოიწვია აზრთა დაპირისპირება. დისკუსია იყო აქტიური და დაძაბულიც. ახალგაზრდებს მოჰყავდათ მაგალითები და გულახდილად საუბრობდნენ განსხვავებული მოსაზრების, სარწმუნოების თუ ეროვნების ადამიანების შესახებ.

შეხვედრების მონაწილეთა საერთო მოსაზრება ასეთია:„მე მაღიზიანებს „განსხვავებულები“, მაგრამ აგრესია არ მეუფლება და ამიტომ ვაცხადებ, რომ ვარ ტოლერანტული“.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა საკრებულოებში გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნის თაობაზე.  გაეცნენ გენდერული კვოტირების საკანონმდებლო რეგულირების მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

კლუბის მონაწილეებმა ადგილობრივი მწვავე პრობლემების მოგვარებაზეც იზრუნეს და ქსელური კონფერენციის საორგანიზაციო საკითხებზეც ისაუბრეს.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

  

ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე მოწვეული იყო ხონის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი გორდაძე. მან თქვა, რომ მიმდინარე წელი ცესკომ „გენდერის“ წლად გამოაცხადა და ისაუბრა უახლოეს მომავალში საარჩევნო პროცედურებში მოსალოდნელი რიგი ცვლილებების შესახებ.

სხდომაზე განხილულ იქნა გეგმით გათვალისწინებული ყველა საკითხი.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

   

 

15 თებერვალს ჩატარდა ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ კლუბის აქტივისტი ქალბატონები და ახალი წევრები. მოწვეული იყო  მერიის სოციალური სამსახურის უფროსის მოადგილე მამუკა სანიკიძე. მან შეკრებილებს გააცნო  2016 წლის  ბიუჯეტის მიხედვით გაწერილი სოციალური პროგრამები და განუმარტა სარგებლობის პირობები. ითქვა, რომ წელს არის ახალი პროგრამა, რომელიც სმენადაქვეითებულთა - კოხლეალური იმპლანტით მოსარგებლე ბენეფიციართა დახმარებას გულისხმობს ელემენტებით და სადენებით. ასევე ახალია პროგრამა, რომელიც საბინაო ფონდის - დროებითი საცხოვრისის შექმნას გულისხმობს.

კლუბის წევრებმა აღნიშნეს, რომ ამ ინფორმაციებს გაავრცელებენ და ბევრი ადამიანი გაიგებს  საჭირო პროგრამების შესახებ.

რამდენიმე ქალბატონმა  პირადი - სხვადასხვა სახის პრობლემების შესახებ მოახსენა სტუმარს, მან ჩაინიშნა და გარკვევას და დახმარებას შეპირდა.

ადგილობრივი პრობლემის ადვოკატირების მიზნით კლუბის 7 წევრი მიწვეულია გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე, სადაც საქალაქო ტრანსპორტის საკითხს განიხილავენ.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები