ხონის ქალთა საინიციატივო ორივე ჯგუფის შეხვედრაზე ქალბატონებმა ადვოკატირების დინამიკაზე ისაუბრეს და ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის შესახებ აქტივობები დაგეგმეს.
"მშვიდობა და სამშვიდობო ახალგაზრდული ინიციატივები" იყო ტრენინგის თემა, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებთან ჩატარდა.
მონაწილეებმა ისაუბრეს ,თუ რასთან ასოცირდება მათთვის მშვიდობა და დღევანდელ სიტუაციაში გრძნობენ თუ არა თავს მშვიდად და დაცულად.
მათ მშვიდობის მშენებლობის პროცესში სამშვიდობო ახალგაზრდულ ინიციატივებსა და თავიანთ პასუხისმგებლობაზეც გააკეთეს აქცენტი.
წყალტუბოს ახალგაზრდული ჯგუფის წევრებთან ტრენინგი გაიმართა თემაზე: „მშვიდობა, ახალგაზრდების როლი სამშვიდობო საქმიანობაში“. მონაწილეებმა ჯგუფური და როლური სავარჯიშოების გამოყენებით მშვიდობის მნიშვნელობასა და საკუთარ როლზე ისაუბრეს .
ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ადვოკატირების გეგმიდან გამომდინარე, ექიმებთან შეხვედრა მოაწყვეს. შეხვედრას სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. რას ნიშნავს ადიქცია(დამოკიდებულება) და როგორ მოქმედებს მარიხუანა და სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკი ადამიანის ჯანმრთლობაზე-მონაწილეებმა ამ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
პროექტი დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ჯგუფის წევრები არ წყვეტენ აქტიურობას. წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, რაც დევნილთა თემის გაძლიერებას და პრიორიტეტული პრობლემების მოგვარებას უკავშირდება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალების როლი მშვიდობისა და უსაფრთხოების პროცესში. ქალთა გაძლიერება უზრუნველყოფს უფრო ინკლუზიურ მიდგომას იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის საჭიროებების მიმართ. ეს კარგად გამოჩნდა პროექტის განხორციელების დროს - პრობლემების იდენტიფიცირებით და მათი ერთი ნაწილის მოგვარებით.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტიზაციისთვის, ადვოკატირების წარმართვისა და სამომავლო გეგმების დასახვისთვის გაიმართა ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის მორიგი შეხვედრა.
ჯგუფის ლიდერმა მოკლე ანგარიში წარუდგინა აუდიტორიას და ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებიც პრობლემების ადვოკატირების პროცესში ხვდებათ. იმსჯელეს დაძლევის გზებზე, თანამშრომლობის ახალ ფორმაზე თვითმმართველობასთან და ლობისტის ჩართულობაზე მეტი შედეგების მოსაპოვებლად.
საინიციატივო ჯგუფის წევრებმა გამოთქვეს სურვილი, სამომავლოდ ჩაერთონ ქსელურ მუშაობაში და შეავსეს ელექტრონული ფორმა.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფები აქტიურად თანამშრომლობენ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ათივე მუნიციპალიტეტში უკვე დაიწყო ჯგუფის წევრების პრობლემების ადვოკატირება.
არაერთი პრობლემა აქვთ ქალებს, განსაკუთრებით გამოიკვეთა ძალადობის მსხვერპლთა წინაშე მდგარი გამოწვევები. ჯგუფის წევრები სერიოზულ მხარდაჭერას გრძნობენ სოციალური სააგენტოს, მერიის და საკრებულოს მხრიდან. სწორედ ეს ეხმარებათ პრობლემების ადვოკატირებასა და მოგვარებაში.
ნოემბერში შეხვედრების ნაწილი პროექტის ასისტენტმა ნინო ჭაბუკიანმა ჩაატარა ადგილებზე თუ დისტანციურად, ნაწილი კი - ჯგუფის ლიდერებმა.
თერჯოლაში, ბაღდათსა და ქობულეთში დასრულდა ციფრული წიგნიერების სამთვიანი კურსები. ჯგუფის წევრებმა ბევრი საჭირო რამ ისწავლეს ტრენერ ქრისტი ქუთათელაძისგან. იმისათვის, რომ თეორიული ცოდნა პრაქტიკაშიც აქტიურად გამოიყენონ, ამ სამი ჯგუფიდან სმარტფონი გადაეცა ყველას, ვისაც არ ჰქონდა. მათი თქმით, ეს სერიოზული მხარდაჭერაა.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
სატრენინგო კურსი აქტიურად გრძელდება. შემდეგი ხუთი ტრენინგი ჩატარდა ბაღდათის, წალენჯიხის, ზუგდიდის, ხობის და ვანის ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში. მონაწილეებმა ბევრი საინტერესო და აქტუალური საკითხი განიხილეს.
ახლა ყველა ჯგუფი აქტიურად ემზადება საერთაშორისო კამპანიისთვის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. ჯგუფებში გამოიკვეთა ლიდერები, რომლებიც ორგანიზებას უწევენ ინიცირებულ ღონისძიებებს. ისინი ჩაატარებენ სხვადასხვა აქტივობას, ჩართავენ თანატოლებს, უფროსი თაობის წარმომადგენლებს და ერთად გამოხატავენ პროტესტს ძალადობის მიმართ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ბევრი პრობლემა აქვთ ჩვენთან ჩამოსულ უკრაინელებს. ვაუჩერებით დახმარება, რასაც ჩვენი ორგანიზაცია აკეთებს, კარგი დახმარებაა მათთვის. მაგრამ სხვა კუთხითაც ხდება მხარდაჭერა: 2 ოჯახს კომუნალური გადასახადები დაუფარეს, 7 ოჯახს ბინის ქირის გადახდაში დაეხმარნენ, ერთს კი ტელეფონის საფასური დაურიცხეს.
ერთ-ერთ ონკოპაციენტს 400 ლარის მედიკამენტი შეუძინეს. მეორეს ექიმთან კონსულტაციის თანხა გადაუხადეს.
ტყიბულში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ლტოლვილმა გასათბობი მოწყობილობის შეძენაში ითხოვა დახმარება და ეს საკითხიც მალე მოგვარდება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ერთი დღით ადრე გახსნა ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ საერთაშორისო საინფორმაციო კამპანია „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.
24 ნოემბერი. საღამოს 7 საათი.
ქუთაისი, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი - შენგელია არენა.
მატჩი ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის.
და... ყველაზე უჩვეულო და განსაკუთრებული:
ფეხბურთელები გამოვიდნენ თეთრი მაისურებით, რომელზეც ეწერა ჩვენი კამპანიის სლოგანი: „დაარღვიე დუმილი! აღკვეთე ძალადობა!“
ფეხბურთელებმა ეს სლოგანი დიდი ბანერის სახითაც გამოიტანეს.
ქუთაისის „ტორპედო“ ადრეც იყო 16-დღიანი კამპანიის სახე - 2003 წელს და 2013 წელს.
2003 წელს აქციაც გაიმართა სტადიონზე, თბილისის „დინამოსთან“ მატჩის წინ. მაშინ გრძელი თეთრი ლენტი შემოატარეს სტადიონზე ფეხბურთელებმა წარწერით: „ძალადობა ბოროტებაა! გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ!“
იმ დროისთვის ეს საკმაოდ სერიოზული განაცხადი და უჩვეულო აქცია იყო!
ჩვენი და სხვა ორგანიზაციების ძალისხმევის შედეგად ალაპარაკდნენ, რომ ძალადობა სცდება ერთი ოჯახის პრობლემას და ბევრად მეტი მავნე შედეგი აქვს, ვიდრე გვგონია. პარლამენტმა სამი წლის შემდეგ, 2006 წელს მიიღო კანონი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ...
20-22 ნოემბერს GIZ-ის გლობალური პროგრამის „განვითარებაზე ორიენტირებული მიგრაციის მხარდაჭერა“ ფარგლებში ქსელის წევრებს შორის გაიმართა სამუშაო შეხვედრა სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში“.
შეხვედრაზე ქალთა ფონდი „სოხუმის“ გამოცდილება ჩვენმა წარმომადგენელმა - ლინდა ჩიხლაძემ გაუზიარა მონაწილეებს.
ალკოჰოლის და ნარტკოტიკის მავნებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება მოზარდებში--ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფი ადვოკატირების პროცესის ფარგლებში აღნიშნულ თემაზე მუშაობს.
როგორ მივაწოდოთ სწორად ინფორმაცია ახალგაზრდებს - ამ საკითხზე ფსიქოთერაპევტმა, ნარკოლოგმა ვახტანგ სიხარულიძემ ისაუბრა.
მონაწილეების თქმით, აუცილებელია მსგავსი შეხვედრები სკოლებშიც ტარდებოდეს.
ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის შეხევდრაზე კი წევრებმა ინფორმაცია ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი საერთაშორისო კამპანიის შესახებ მიიღეს. მონაწილეებმა დასახეს სხვადასხვა აქტივობები, რომლებსაც კლუბი კამპანიის ფარგლებში განახორციელებს.