შეხვედრები ზუგდიდში - ქალთა საჭიროებების კვლევაზე

ქალთა საჭიროებების კვლევის ტექნიკური მხარე შეაფასეს ზუგდიდში, ქალთა საინიციატივო ჯგუფების შეხვედრებზე. მონაწილეებმა ისაუბრეს, როგორ დაგეგმეს კვლევის ჩატარების პროცესი, რა გამოუვიდათ,  რა პრობლემებს წააწყდნენ მუშაობის პროცესში, რა ხელის შემშლელი და ხელის შემწყობი ფაქტორები დაინახეს მუშაობისას.

თითოეული გამომსვლელი საუბრობდა კონკრეტული მაგალითებით: ჯგუფებთან მუშაობის სირთულეებზე, ინტერვიუს ჩაწერაზე, რესპონდენტთან პირისპირ საუბარზე. ჯგუფის წევრებმა მიიღეს რჩევები ფასილიტაციის ძირითად პრინციპებზე და განიხილეს სამომავლო გეგმები. 

შეხვედრები გაიმართა კოკი/ხურჩის და ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფებში. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შექმნილ მესამე ჯგუფს - კოკის ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფს - ონლაინ ტრენინგი ჩაუტარდა თემაზე „ქართულ-აფხაზური კონფლიქტის წინაისტორია, შემდგომი განვითარება და შედეგები“.

http://fsokhumi.ge/index.php/ka/saqmianoba-ka/mirotvorchestvo/info-ka/treiningi-ka/item/4380-2021-05-22-17-33-21

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები