პარტნიორთან საკონსულტაციო შეხვედრის შედეგი

ფონდი „სოხუმი“ აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციასთან Kvinna till Kvinna  იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და გოგონების საჭიროებების ადვოკატირებისათვის.

პროექტის კოორდინატორი რეგინა ეგოროვა მიესალმება ფონდის ადვოკატირების ინიციატივებს, რომელიც „ქვევიდან ზევით“ პრინციპით იდენტიფიცირებულია თავად ქალთა თემის აქტიური ჯგუფების მიერ, კონფლიქტების ადრეული პრევენციის გენდერულად მგრძნობიარე სისტემის (GREWS) გამოყენებით და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციით თვალსაჩინოს ხდის არა მხოლოდ არსებულ საჭიროებებს, არამედ ქალთა ჯგუფების წარმოდგენებს მათი გადაჭრის გზებსა და საჭირო ცვლილებებზე.

სასიხარულო იყო დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლის ინიციატივა  - თავადაც  ჩაერთოს საერთაშორისო დონეზე ადვოკატირებაში.

მისი თხოვნით მომზადდა პაკეტი იგპ და კონფლიქტით დაზარალებული ქალების და გოგონების საჭიროებებზე, რომელიც დაეყრდნო ქალთა თემებში ჩატარებულ შეხვედრებს, ფონდის მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში  ჩატარებულ კვლევას   და მოიცავს ქალთა ხედვას მათი გადაჭრისთვის საჭირო ღონისძიებებზე.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები