პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ქუთაისის საინიციატივო ჯგუფების შეხვედრები
ჩემი მოლოდინები გამართლდა, მივიღე ბევრი ახალი ინფორმაცია, ვისურვებდი მომავალშიც საინტერესო ღონისძიებებს - ასე დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები ქუთაისის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ტრენინგის დასასრულს. მათთვის ჩატარდა ტრენინგი 10 ივნისს თემაზე „ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ანალიზი“.
18 ივნისს კი ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ჩატარდა შეხვედრა, სადაც მონაწილეებმა „მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხისა და გენდერული საჭიროებების შეფასების“ რაოდენობრივი კვლევის შედეგები მოისმინეს. მათ კვლევის სარეკომენდაციო წინადადებებიდან შეარჩიეს პრობლემური საკითხი, რომლის ადვოკატირებაზე უნდა იმუშაონ. უკვე დაისახა გეგმები და ჯგუფის წევრები მზად არიან, ჩაერთონ ადვოკატირების პროცესში.