ახალი ჯგუფი დიდ ნეძში და შეხვედრები კოკში
ფონდმა „სოხუმმა“ მუშაობა დაიწყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ნეძში. შეიქმნა ქალთა საინიციატივო ჯგუფი. ჯგუფის წევრებს აქვთ მოტივაცია, ჩაერთონ საპროექტო აქტივობებში და ხელი შეუწყონ სიახლეების დანერგვას სხვადასხვა თემში.
სოფელ კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის წევრები კვლევის ჩატარებისთვის ემზადებიან. შეხვედრაზე განაწილდა ფუნქციები და პასუხისმგებლობები, შეირჩა რესპონდენტები და სამიზნე ბენეფიციარები.
კოკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი აქტიურად იყო ჩართული 16-დღიან კამპანიაში და მორიგ შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გაუზიარეს ამ მუშაობით მიღებული შთაბეჭდილებები: რა აქტივობები ჩაატარეს, როგორ დაგეგმეს და რა შედეგები მიიღეს. მათი თქმით, კამპანიამ შესაძლებლობა მისცა ახალგაზრდებს, სხვადასხვა აქტივობით გამოეხატათ პროტესტი ქალთა მიმართ ძალადობის გამო.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით