სენაკის ახალგაზრდული ჯგუფის შეხვედრა

გენდერი და გენდერული თანასწორობის ასპექტები - ამ თემაზე იმსჯელეს სენაკის ახაგლაზრდული ჯგუფის წევრებმა.

„ოჯახში როლების არათანაბარი გადანაწილება პირდაპირ კავშირშია სტერეოტიპებთან“; „აუცილებელია აზროვნებს შეცვლა და ამ  სტერეოტიპების მსხვრევა“;

„ქალს ოჯახში უნდა ჰქონდეს არჩევანის უფლება“.

ასეთი პოზიციები დააფიქსირეს საინიციატივო ჯგუფის წევრებმა

ასევე, მსჯელობისას არაერთხელ აღინიშნა, რომ  ქალთა მიმართ  ძალადობა და აგრესია საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის საკითხის უგულებელყოფას უკავშირდება.

ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ მომავალი თაობის სწორად ინფორმირებაა საჭირო, ეს საკითხი აქტიურად უნდა განიხილებოდეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რათა დაიმსხვრეს ის მავნე სტერეოტიპები, რომელიც ოჯახში მხოლოდ მამაკაცის უპირატესობას აღიარებს.  

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები