სოლიდარობის თემა სენაკის ახალგაზრდულ ჯგუფში

- სოლიდარობა, ფემინიზმი, ქალთა მოძრაობა საქართველოში -  ამ საკითხებზე გაიმართა დისკუსია სენაკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე.

-სოლიდარობა არის ძალა, პასუხისმგებლობა, დადებითი იმპულსები, სოლიდარობა გვაახლოებს მიზანთან.

-ასეთი იყო ახალგაზრდების პოზიცია სოლიდარობის აღქმაზე. 

მონაწილეებმა მოისმინეს პირველი ფემინისტი ქალების ისტორიები, როგორ ცდილობდნენ ისინი საკუთარი საქმიანობით ქალთა მხარდაჭერას, მათი უფლებების გაძლიერებას საქართველოში!

მონაწილეთა შეფასებით, მსგავსი ინფორმაციები დადებითად მოქმედებს მათ ცნობიერებაზე.  მიაჩნიათ, რომ  ქალთა სოლიდარობა დღესაც  მნიშვნელოვანი და აქტუალურია, რადგან ქალებს ისევ უწევთ საუბარი მათი  უფლებების დაცვაზე.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები