ახალი ახალგაზრდული ინიციატივა - ონლაინ პეტიცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვებ. გვერდზე

ფონდი „სოხუმის“ სუბ-გრანტებით გამოცხადებული მინი-პროექტის განხორციელებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებულმა ახალგაზრდულმა ჯგუფმა ახალ ინიციატივას დაუდო საფუძველი.

მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე უკვე მოქმედებს ფანჯარა “ონლაინ პეტიცია“.

წყალტუბოში მცხოვრებ მოქალაქეებს 18 წლიდან ონლაინ პეტიციის დახმარებით შეუძლიათ მიაწვდინონ ხმა თვითმმართველობას და საკუთარი საჭიროებები შეახსენონ.

პირველი პეტიცია უკვე დარეგისტრიდა. ინიციატორები ახალგაზრდული ჯგუფის წევრები არიან.

სიმბოლურია, რომ პეტიცია თავისი შინაარსით ახალგაზრდულ ინიციატივას ახმოვანებს და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები წარმატებული სტუდენტებისათვის 300 ლარიანი დახმარების გაცემას გულისხმობს.

პეტიციას წინ უძღოდა სამუშაო შეხვედრები თვთმმართველობის წარმომადგენლებთან, რომელთა მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა აღნიშნული პლატფორმის გააქტიურება.

პროექტში გათვალისწინებული იყო შეხვედრები მოსახლეობასთან, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან. ახალგაზრდებმა ონლაინ პეტიციის მნიშვნელობაზე და სარგებელზე ინფორმაცია მიაწოდეს მოსახლეობას.

მათი მხარდაჭერით შესაძლებელი გახდება აღნიშნული ინიციატივა დამკვიდრდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები