სოფ. კოკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის პროექტის „გვახსოვდეს აფხაზეთი“ შემაჯამებელი შეხვედრა.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები,  მრგვალი მაგიდები, დისკუსიები, კვლევა, ნახატებისა და ესსეების კონკურსი, ტრენინგები კონფლიქტოლოგიის თემაზე, ასევე, კოკის საჯარო სკოლის ეზოში ბავშვებმა გააშენეს მეგობრობის ხეივანი...

ეს არასრული ჩამონათვალია იმ აქტივობებისა, რომლები ახალგაზრდებმა განახორციელეს.

პროექტმა ხელი შეუწყო თემში კონფლიქტის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, დაეხმარა ახალგაზრდებს სხვა კუთხით შეხედონ ამ საკითხს და გაიღრმავონ თავიანთი ცოდნა.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები