სამოქალაქო ფორუმი

5 სექტემბერს ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ჩატარდა სამოქალაქო ფორუმი თემაზე: "ქალებისა და ახალგაზრდების მიერ მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა - მდგრადი მშვიდობის და უსაფრთხოების დასამკვიდრებლად".

შეხვედრას ესწრებდნენ ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები  ქუთაისის, წყალტუბოს, წალენჯიხის, სენაკის, ხონის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებიდან.

შეხვედრის დასაწყისში, მოწვეულმა ექსპერტებმა საკუთარ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს სამშვიდობო საქმიანობაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას, ისაუბრეს იმ სამშვიდობო ინსტრუმენტებზე, რომელიც ეროვნული და საერთაშორისო დოკუმენტების სახით არსებობს. გაანალიზდა სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობა, რომელიც ხელს შეუწყობს  მშვიდობის კულტურის დანერგვას საზოგადოებაში.

სამუშაო ფორმატიდან გამომდინარე, ქალთა საინიციატივო ჯგუფებმა  ცალკეული მუნიციპალიტეტების სპეციფიკის გათვალისწინებით იმუშავეს, რა უნდა გაკეთდეს ადგილებზე იმ ძირითადი ამოცანების შესასრულებლად, რომელიც მშვიდობის კულტურის დანერგვისა და საზოგადოებაში მდგრადი მშვიდობის ხელშეწყობის  მიზნით არის შესაძლებელი.

ჯგუფების ნამუშევრებმა წარმოაჩინა, რომ ქალთა საინიციატივო ჯგუფების დახმარებით შესაძლებელია  ისეთი ინიციატივების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს საზგადოებაში აგრესიის შემცირებას და კონფლიქტურ მხარეებს შორის ნდობის აღდგენას.

ჯგუფების ნამუშევრები დაედება საფუძვლად  ქალთა საინიციატივო ჯგუფების სამშვიდობო სტრატეგიას, რომელიც ხელს შეუწყობს მდგრადი მშვიდობის შექმნას საზოგადოებაში.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები