ტრენინგი სოფ. კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფისთვის-„ქალები და ახალგაზრდები სამშვიდობო მოძრაობაში, გაეროს რეზოლუცია 1325 და 2250-ის იმპლემენტაციის ხელშეწყობა“

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოფელ კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ქალები და ახალგაზრდები სამშვიდობო მოძრაობაში, გაეროს რეზოლუცია 1325 და 2250-ის იმპლემენტაციის ხელშეწყობა“.

მონაწილეებმა ინტერაქტიულად განიხილეს რამდენად მნიშვნელოვანია ქალის როლი სამშვიდობო საქმიანობაში, რა უნდა გაკეთდეს ნდობის ფაქტორის გასაძლიერებლად.

ტრენინგის მეორე ნაწილი 1325 რეზოლუციის განხილვას მიეძღვნა. ჯგუფის წევრებმა იმუშავეს იმ ძირითად აქტივობებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს 1325 რეზოლუციის დანერგვას მუნიციპალურ დონეზე.

მონაწილეების შეფასებით, ტრენინგიდან მიღებული ინფორმაციები ხელს შეუწყობს ქალთა გააქტიურებას სამშვიდობო მიმართულებით.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები