ტრენინგი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან
„ქალები და ახალგაზრდები სამშვიდობო მოძრაობაში, გაეროს რეზოლუცია 1325 და 2250-ის იმპლემენტაციის ხელშეწყობა“-ამ თემაზე ჩატარდა ტრენინგი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან . მონაწილეებმა ისაუბრეს ისეთ თემებზე,როგორიცაა სამშვიდობო ინიციატივები და ქალის როლი.
ტრენინგის მეორე ნაწილი 1325 რეზოლუციის განხილვას დაეთმო.
მონაწილეებმა იმუშავეს და იმსჯელეს იმ საკითხებზე, რომელიც მუნიციპალურ დონეზე 1325 რეზოლუციის დანერგვას შეუწყობს ხელს.
შეხვედრა გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მეორე საჯარო სკოლაშიც. მოსწავლეებმა ისაუბრეს ბულინგზე, კონფლიქტსა და მის პრევენციაზე, გადაჭრის გზებზე.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით