ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში ფორუმ-თეატრი შეიქმნა და ქალთა საინიციატივო ჯგუფები კვლევაში ჩაერთნენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ახალგაზრდულმა  საინიციატივო ჯგუფმა ფორუმ-თეატრი შექმნა. სიახლე USAID-ის  პროექტის  “განხეთქილების დაძლევა: ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის” ფარგლებში განხორციელდა.

ჯგუფის წევრების შეფასებით, ფორუმ-თეატრი თავის ფუნქციას შეასრულებს და საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის.

ცნობისთვის, ფორუმ-თეატრი არის საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის ინტერაქტიული მუშაობის მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური პრობლემების გადაჭრას და ინფორმაციის მიწოდებას .

სოფელ კოკში პროექტის “განხეთქილების დაძლევა: ხალხთაშორისისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის” შეხვედრაც გაიმართა. კვლევაში „ მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება“ ქალთა საინიციატივო ჯგუფები ჩაერთნენ.

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები