შეხვედრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ქალთა და ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფებთან
"მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება" -ამ თემაზე გაიმართა შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფთან.ჯგუფის წევრები დეტალურად გაეცნენ ინფორმაციას კვლევის ჩატარების მეთოდებზე,გადანაწილდა ფუნქციებიც. პროექტი „ განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება. ზუგდიდის შეხვედრა გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებთანაც .ახალგაზრდებმა გაიგეს, რა მნიშვნელობა აქვს გაეროს რეზოლუციებს- 1325-ს და 2250-ს და რა შეუძლიათ მათ სამშვიდობო პროცესში ჩართვისა და ნდობის შენებისთვის. ჯგუფური მუშაობის დროს მათ საინტერესო წინადადებები წამოჭრეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.