აქტიური სამუშაო პროცესი მიმდინარეობს ქუთაისის ქალთა და ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფებთან

ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები თვისებრივი კვლევის ჩასატარებლად ემზადებიან.

მონაწილები გაეცნენ ფოკუს ჯგუფსა და ჩაღრმავებული ინტერვიუს კითხვარს, მიიღეს ინსტრუქცია კვლევის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით და გადაინაწილეს დავალებებიც.’

პარალელურად, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ქუთაისის ახალაზრდული კლუბის წევრებთან.ისინი ფორუმ თეატრის შესაქმნელად ემზადებიან.

ამისთვის კი რამდენიმე საფეხურის გავლა მოუწევთ.
ახალგაზრდები  რამდენიმე სცენას გაეცნენ, მოისმინეს ინფორმაცია ფორუმ თეატრის არსისა და მისი დანიშნულების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს, ასევე მოკლე სცენარის შედგენასთან დაკავშირებით დავალებაც მიიღეს.

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები