ხონის ქალთა საინიციატივო და ახალგაზრდულ ჯგუფებთან საინტერესო შეხვედრები გაიმართა
ხონის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ტრენინგი ჩატარდა თემაზე ,, ქალები და ახალგაზრდები სამშვიდობო მოძრაობაში: გაეროს რეზოლუცია 1325 და 2250 იმპლემენტაციის ხელშეწყობა“.
ღონისძიებას ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.
ასევე, ხონის ქალთა საინიციატივო მეორე ჯგუფის წევრები თვისებრივ კვლევას შეუდგენენ.
ამჯერად ისინი "მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასებაზე"მუშაობენ .
მონაწილეებს ინფორმაცია კვლევის ჩატარების მეთოდებსა და უნარებზე მიეწოდათ,
შეირჩნენ რესპონდენტები და სამიზნე ბენეფიციარები.
აქტიური განხილვა მოჰყვა სცენებს, რომელიც ფონდი "სოხუმის" ფორუმ თეატრის წარმომადგენლებმა ხონის ახალგაზრდული კლუბის წევრებს წარუდგინეს.
ისინი მზად არის მოიფიქრონ სცენარი და რეჟისორის დახმარებით სკოლაში ფორუმ თეატრი ჩამოაყალიბონ.
შეხვედრას სკოლის დირექტორი და პედაგოგები ესწრებოდნენ.