წყალტუბოს ქალთა და ახალგაზრდული ჯგუფების წევრებმა სოლიდარობის საკითხებზე იმსჯელეს
მარტის თვეში გამართულ შეხვედრაზე წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ქალური სოლიდარობის თემასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.,,სოლიდარობა ნებისმიერ საკითხში მნიშვნელოვანია, ეს არის ძალა, მხარდაჭერა, თანაგრძნობა, რომელიც განსაზღვრას წარმატებას,,.- ასეთი იყო მონაწილეთა განწყობა.
მათი სურვილების დიდი ნაწილი მშვიდობას, მათი ოჯახების და ახლობლების კეთილდღეობასა და უკეთესი გარემოს შექმნას უკავშირდება.
ლიდერი ქალები, რომლებმაც შეცვალეს გარემო. რა არის სოლიდარობა და რისთვის გვჭირდება- ამ საკითხებზე იმსჯელეს წყალტუბოს ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა წყალტუბოს მეოთხე და პირველ საჯარო სკოლებში.
შეხვედრაზე შესრულდა სავარჯიშოები , გაიმართა დისკუსიაც.