ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფებისა და ახალგაზრდული კლუბის წევრებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს

ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფების, გენდერული თანასწორობის საბჭოსა და სათემო განათლების ცენტრის თანამშრომლობით მრავალფეროვანი აქტივობა გაიმართა დევიზით- ,, არა ძალადობას,,. ღონისძიების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, ხონის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა, ფონდ ,,სოხუმის,, წარმომადგენლებმა და დამსწრეებმა მონაწილეობა ,,სთრით არტის,, კომპოზიციის შექმნაში მიიღეს და ხელის ანაბეჭდებით ძალადობას უთხრეს ,,არა,, . ფესტივალის ფარგლებში, ფონდ ,,სოხუმის,, წარმომადგენელმა კულტურის სახლში, აფხაზეთის ქუჩაზე, კვლევის ,,მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებები,, შედეგების პრეზენტაცია წარადგინა. გაიმართა დისკუსიაც.

ხონის მუნიციპალიტეტის მესამე საჯარო სკოლის ახალგაზრდული კლუბის წევრებმა ფორუმ თეატრის სცენებზე იმუშავეს.პროცესს სკოლის დირექტორიც ესწრებოდა. ახალგაზრდები გენდერულ ფესტივალზე მაყურებლის წინაშეც წარსდგნენ და მოწონებაც დაიმსახურეს. პარალელურად კი საკონკურსო კომისიის კომისიისთვის წარსადგენ მინი პროექტის იდეებზეც მუშაობენ.

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები