ქუთაისის ქალთა და ახალგაზრდული ჯგუფების აქტივობები
„მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასების" კვლევის შედეგად, მუნიციპალიტეტში გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირებაზე იმსჯელეს ქალბატონებმა შეხვედრაზე, რომელიც 17 მაისს ფონდ"სოხუმის" ოფისში გაიმართა.
შემუშავდება ადვოკატირების გეგმა, გაიწერება ვადები და გადანაწილდებიან პასუხისმგებელი პირები .
აქტიურად მუშაობს ქუთაისის ახალგაზრდული კლუბიც .წევრები მინი პროექტის განსახორციელებლად ემზადებიან.
ახალგაზრდები ბულინგსა და მის სახეებზე ისაუბრებენ . ფორუმ თეატრის პატარა სცენებით შეეცდებიან დაანახონ მაყურებელს პრობლემის სიმწვავე და დააფიქრონ ძალადობის უარყოფით შედეგებზე.
მაისის შეხვედრაზე, პროექტის ასისტენტთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილეს შესასრულებელი აქტივობები და გეგმაც შეიმუშავეს.
მონაწილეებმა, ასევე, თანაბრად გადაინაწილეს თავიანთი მოვალეობებიც.