წყალტუბოს საინიციატივო ჯგუფების საქმიანობის ქრონიკა

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფმა რეკომენდაციების გათვალისწინებით ყველაზე აქტუალურ პრობლემაზე შეაჩერა არჩევანი: „მარიახუანის მოხმარება მოზარდებში“, და „მუნიციპალურ პროგრამებში ახალგაზრდული საჭიროებების ასახვა“.  ჯგუფის წევრებმა  ადვოკატირების გეგმაზე იმუშავეს. მასში დეტალურად აისახა ის აქტივობები, რომელიც პრობლემის მოსაგვარებლად არის აუცილებელი, განისაზღვრა ვადები და პასუხისმგებელი პირები.

წყალტუბოს პირველ და მეოთხე სკოლაში არსებულმა ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა კი მინი-პროექტის ფარგლებში განხორციელებული პროექტები შეაფასეს.

მონაწილეთა შეფასებით პროექტზე მუშაობამ მათ ბევრი გამოცდილება შესძინა. მიაჩნიათ, რომ მათ შეძლეს, ფორუმ-თეატრის გამოყენებით ემსჯელათ ოჯახური ძალადობის, ბულინგის, გენდერული თანასწორობის საკითხებზე და ეფიქრათ გამოსავალზე.

მონაწილეთა აზრით, ამ თემებზე დისკუსია ხელს შეუწყობს ძალადობის პრობლემის პრევენციასა და საზოგადოებაში აგრესიის შემცირებას.

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები