მშვიდობა და პრობლემების ადვოკატირება-სოფელ კოკის საინიციატივო ჯგუფების შეხვედრების თემა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებთან მშვიდობის თემაზე ტრენინგი ჩატარდა .
მონაწილეებმა ისაუბრეს, რას ნიშნავს მათთვის მშვიდობა.
იმიტირებული სავარჯიშოს დახმარებით იმსჯელეს რომ მშვიდობისთვის აუცილებელია დიალოგი, ურთიერთობა, თანამშრომლობა, ნდობა, ტოლერანტობა.
ტრენინგზე გამოიკვეთა, რამდენად მნიშვნელვანია ახალგაზრდების ჩართულობა სამშვიდობო პროცესებში.
სოფელ კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფი კი გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირებაზე მუშაობს . შეხვედრაზე მონაწილეებმა ერთმანეთს ადვოკატირების კუთხით მიღწეული შედეგები გაუზიარეს, ისაუბრეს, თუ რა მიმართულებით უნდა გაძლიერდეს მუშაობა.