ქუთაისის ქალთა და ახალგაზრდული კლუბების ინფორმაციული შეხვედრები
ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები დასახული პრობლემის ადვოკატირების მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეს, ფიქრია ხაჭაპურიძეს შეხვდნენ.
მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას სოციალური პროგრამებისა და სერვისების შესახებ. გაიგეს, თუ ვის და როგორ შეუძლია სარგებლობა მოცემული პროგრამებით.საკითხმა დამსწრეთა დაინტერესება გამოიწვია, აღინიშნა,რომ აქტუალობიდან გამომდინარე, შეხვედრა ინფორმაციული და საინტერესო იყო.
ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრებმა კი გოგონათა საერთაშორისო დღის შესახებ პრეზენტაცია იხილეს.გაიგეს დღის შექმნის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ.
კლუბის წევრები გენდერული თანასწორობის შესახებ გამართულ დისკუსიაში ჩაერთნენ.
დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები და იმსჯელეს პრობლემების მოგვარებისა და ცნობიერების ამაღლების გზებზე.
შეხვედრაზე კლუბში ახალი წევრები მიიღეს.