უფასო სამედიცინო კვლევა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისთვის
. ფონდი "სოხუმი"ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალებისათვის უფასო სამედიცინო კვლევა კონსულტაციებს აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კიბოს სკრინინგს შპს ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი "ჰერა" ახორციელებს უფასო სკრინინგში შედის: ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-დან 70 წლამდე ასაკის ჩათვლით, რადიოლოგის ან მამოლოგის გასინჯვა; მამოგრაფიული გამოკვლევა. გამოკვლევები მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალბატონებს ჩაუტარდა.პროცესს ადგილზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია აკვირდებოდა.