ქუთაისის ქალთა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების თებერვლის თვის შეხვედრა
გრძელდება კვლევა „ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასების“ მიზნით, რომელსაც ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ახორციელებენ. ️ამ ეტაპზე, ოთხი ფოკუს ჯგუფი და ოთხი ჩაღრმავებული ინტერვიუ ჩატარდება. ჯგუფის წევრები გაეცნენ კვლევის ძირითად მიზნებს, ამოცანებს, განსაზღვრეს სამიზნე ჯგუფები და გადაინაწილეს პასუხისმგებლობები.
ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის თებერვლის თვის ტრადიციული შეხვედრის თემა სამშვიდობო ინიციატივები იყო.ახალგაზრდებმა სამოქმედო გეგმასა და სამომავლოდ განსახორციელებელ აქტივობებზე იმუშავეს. კლუბს ახალი წევრები შეუერთდნენ, მათ ახალგაზრდული კლუბის და ფონდ,, სოხუმის,, საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრას სსიპ ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის N 6 საჯარო სკოლა მასპინძლობდა.