ქალები, მშვიდობა , სოლიდარობა - მარტის თვის შეხვედრების თემა სენაკში
სენაკში ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ქალებზე, მშვიდობასა და სოლიდარობის საკითხებზე იმსჯელეს. გაიხსენეს წარმატებული ქალების ისტორიები, რომლებმაც მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელეს. სოლიდარობა ნებისმიერ საკითხში მნიშვნელოვანია, ეს არის ძალა, მხარდაჭერა, თანაგრძნობა, რომელიც განსაზღვრას წარმატებას - აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა.
იგივე თემაზე ისაუბრეს ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა და ქალთა უფლებებსა და თანასწორობაზე გააკეთეს აქცენტი. ახალგაზრდების აზრით, სოლიდარობა ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობისმ შენებლობას და ამ საქმეში ქალებს მეტი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეთ.