ტრენინგები დევნილთა სამუშაო ჯგუფებისთვის
13 და 14 აპრილს დევნილ ქალთა და გოგონათა სამუშაო ჯგუფის წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე: „საბიუჯეტო ადვოკატირება და მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობაში“. ტრენინგში ჩაერთო ოთხივე ჯგუფი - 80 მონაწილე.
რა არის ბიუჯეტი, რას მოიაზრებს ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა, რა ბენეფიტები არსებობს, რა სერვისებით შეუძლიათ სარგებლობა ქუთაისში მცხოვრებ დევნილ ქალებს და გოგონებს თავიანთი საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად - ამ საკითხებზე მიეწოდათ ინფორმაცია ტრენინგის მონაწილეებს და მათაც გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები.
„ეს იყო საჭირო და სასარგებლო ტრენინგი, რომელმაც ბევრ საკითხში გაგვარკვია.“
„გავიგეთ, რა ვალდებულება აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას, რისი მოთხოვნის უფლება გვაქვს და რისი გაკეთება არ შეუძლია ადგილობრივ ხელისუფლებას.“
„თურმე განცხადების რიგითობის დაცვა ხდება და ამიტომ საჭიროა განაცხადის დროულად შეტანა და დარეგისტრირება.“
„გავარკვიეთ, რომ ერთხელ შეტანილი განცხადება საკმარისი არ არის თხოვნა-მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.“
„ტრენინგზე გავიგეთ, რომ საჭიროა, ფლობდე სწორ ინფორმაციას.“
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში