ხონის ორივე საინიციატივო ჯგუფისა და ახალგაზრდული კლუბის ტრადიციული შეხვედრები
ხონის ქალთა საინიციატივო ორივე ჯგუფის წევრები გაეცნენ კვლევის შედეგებს, რომელიც გენდერული ასპექტების გათვალისწინებით, „ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასებას“ ისახავდა მიზნად, გაეცნენ დასკვნებს და რეკომენდაციებს, რომლის ადვოკატირებასაც ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით შეეცდებიან. ხონის ახალგაზრდულმა კლუბმა კი საგრანტო კონკურსის ფარგლებში შემუშავებულ ორ საპროექტო იდეაზე იმსჯელა . შეხვედრაზე განსაზღვრეს პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები. ახალგაზრდული კლუბი უახლოეს მომავალში USAID-ის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტს და სხვადასხვა ტიპის აქტივობების განხორციელებას შეუდგება. შეხვედრას ხონის N 3 საჯარო სკოლა მასპინძლობდა.