ქალთა ფონდი „სოხუმის“ პრაქტიკის გაზიარება
ხონის სათემო განათლების ცენტრის ბიბლიოთეკაში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა დევნილ ქალებთან და გოგონებთან. მათ მიეწოდა ინფორმაცია გზამკვლევზე „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“ (გამომცემელი - ევროპელ ქალთა ქსელი ძალადობის წინააღმდეგ - WAVE).
გზამკვლევში წარმოდგენილია ქალთა ორგანიზაციების მუშაობის წარმატებული პრაქტიკები, ომის დროს და ომის შემდგომ პერიოდში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ პრაქტიკაზე.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ამ თემაზე შემუშავებულ სატრენინგო მოდულს, რომლის ფარგლებშიც ტარდება ტრენინგები და ხდება ქალთა ორგანიზაციების საუკეთესო პრაქტიკების და სტრატეგიების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის „კამპანიების ორგანიზება საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში სსო-ის მუშაობის მნიშვნელობის ჩამოსაყალიბებლად“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით
Image Gallery
https://fsokhumi.ge/index.php/ka/saqmianoba-ka/mirotvorchestvo/shexvedrebi-info/item/15128-2024-09-24-06-43-44#sigProId8e074a1b0a