პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
პრეზენტაციების ადგილი - ქუთაისი
თემაზე „კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების გენდერულად მგრძნობიარე სისტემა“ ქუთაისში ჩატარდა ქალთა და ახალგაზრდათა საინიციატივო ჯგუფების შეხვედრები. თავიდან შეხვედრებზე საინიციატივო ჯგუფების საერთო ტრენინგის მონაწილეებმა ისაუბრეს ამ სისტემაზე, როგორც კონფლიქტის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაზე (ასეთი ჯგუფები ასევე შექმნილია ხონში, წყალტუბოში, სენაკში, ზუგდიდსა და წალენჯიხაში. ტრენინგზე კი ყოველი ჯგუფის 2-3 წევრი იღებდა მონაწილეობას).
პრეზენტაციის მეშვეობით შეხვედრების მონაწილეები დეტალურად გაეცნენ კონფლიქტების ადრეული გაფრთხილებისა და რეაგირების სისტემის განხორციელების ძირითად ეტაპებს, ადამიანური უსაფრთხოების არსს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
ბოლოს აღინიშნა, რომ სხვა მუნიციპალიტეტების საინიციატივო ჯგუფებთან ერთად ქუთაისის საინიციატივო ჯგუფიც ჩაატარებს მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროების შეფასების კვლევას.