შეხვედრები (642)

შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ  ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ფონდმა „სოხუმმა“ დაიწყო პროექტის „ძალადობის მსხვერპლ ქალთა გაძლიერება და თემზე დაფუძნებული მხარდაჭერის სისტემის განვითარება საქართველოში“ განხორციელება. პროექტის ფარგლებში, ხონში ქალთა ჯგუფებს ფსიქოლოგი სტუმრობდა, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს კონსულტაცია გაუწია. შეხვედრის მიზანი იყო ძალადობის გავლენის ფსიქო-სოციალური მხარეების გააზრება, მონაწილეთა თვითშეფასების ამაღლება. ფსიქოლოგმა ისაუბრა ოჯახში ძალადობის წარმოშობის ფაქტორებზე, მიზეზებსა და შედეგებზე და იმ საზოგადოებრივ დამოკიდებულებებზე, რომლებიც ხშირად ამცირებს ემპათიას. მონაწილეებმა გააზიარეს საკუთარი გამოცდილება. ხაზი გაესვა ჯგუფური მხარდაჭერის მნიშვნელობას, როგორც ძალის აღდგენის და საკუთარი თავის დაბრუნების პროცესს. 

 

პროექტი ხორციელდება DANNER - Kvindecenterfonden Dannerhuset-ის მხარდაჭერით

 პროექტის „ძალადობის მსხვერპლ ქალთა გაძლიერება და თემზე დაფუძნებული მხარდაჭერის სისტემის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, სენაკსა და ხონში ქალთა ჯგუფებისთვის იურისტის კონსულტაციები გაიმართა. კონსულტაციების მთავარი მიზანი იყო: ქალებისთვის სამართლებრივი დაცვის არსებული მექანიზმების გაცნობა, იმის ახსნა, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ძალადობის გამოვლენისას და რა ვალდებულება ეკისრება სახელმწიფოსა და საზოგადოებას რეაგირების პროცესში. იურისტმა ისაუბრა დაცვის მექანიზმებზე, კანონით გათვალისწინებულ პროცედურებზე და იმ პასუხისმგებლობებზე, რომლებიც ძალადობის შემთხვევაში მიმდინარეობს. მონაწილეებმა განიხილეს სხვადასხვა რეალური ქეისი და აღნიშნეს, რომ სამართლებრივი ინფორმირებულობა არის ქალებისთვის უსაფრთხოებისა და არჩევანის თავისუფლების მნიშვნელოვანი საფუძველი. 

 

პროექტი ხორციელდება DANNER - Kvindecenterfonden Dannerhuset-ის მხარდაჭერით

  დღევანდელ ციფრულ სამყაროში, ქალთა მიმართ ძალადობა ხშირად სცდება ფიზიკურ სივცეს და თავს იჩენს ეკრანს მიღმა, შეტყობინებებსა და სოციალურ ქსელებში.
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“ იწყებს ახალ პროექტს - „უხილავი აღარ არის: პარტნიორულ ურთიერთობებში ტექნოლოგიური ძალადობის აღიარება და მასზე რეაგირება“, რომელიც ხორციელდება WAVE ქსელის მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და იმ უხილავი ძალადობის ფორმების გამოვლენა, რომლებიც ხორციელდება ციფრული საშუალებების გამოყენებით, არღვევს ქალის პირად სივრცესა და დამოუკიდებლობას და საფრთხეს უქმნის მის უსაფრთხოებას.  ტექნოლოგიური ძალადობა პარტნიორულ ურთიერთობებში მოიცავს ციფრულ თვალთვალს, ონლაინ შევიწროებას, პირადი ინფორმაციის უნებართვო გავრცელებას, კომუნიკაციის კონტროლს და სხვა ქცევებს, რომლებიც ზღუდავს ქალის თავისუფლებას.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება ციფრული ძალადობა გამოვლილ ქალთა ისტორიებზე დაფუძნებული ვიდეონარატივების შექმნა, თემატური სემინარები და ონლაინ საინფორმაციო აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს ბევრისთვის ჯერ კიდევ უხილავი ციფრული ძალადობის ფორმების გახილვას, ქალებისა და გოგონების გაფრთხილებას, მათი ციფრული უნარების გაძლიერებას დაცვისა და თავის არიდების მიზნით, ასევე აღნიშნული ძალადობის შემთხვევებზე დროული რეაგირების გზების შესახებ ინფორმირებას.

 

პროექტი ხორციელდება WAVE ქსელის მხარდაჭერით

მონაწილეობა ტალინში გამართულ მასტერკლასში ციფრული ინკლუზიის თემაზე
27.05.25

ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი ლინდა ჩიხლაძე ერთ-ერთი იყო იმ 10 მონაწილეს შორის საქართველოდან, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ორდღიან მასტერკლასში, რომელიც ტალინში (ესტონეთი) ჩატარდა და მიზნად ისახავდა ციფრული ცნობიერებისა და ინკლუზიის ხელშეწყობას საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით კი სოფლის თემებში. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ სერვის დიზაინის მეთოდოლოგიას და იმუშავეს იმ ბარიერების იდენტიფიცირებაზე, რაც რეგიონებში მცხოვრებ მოწყვლად ჯგუფებს ციფრულ სერვისებზე წვდომაში ხელს უშლის. ლინდასთვის ეს პროფესიული და პიროვნული ზრდის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ფონდი „სოხუმის“ მიდგომის მნიშვნელობა – ტექნოლოგიები უნდა იქმნებოდეს ადამიანების რეალურ საჭიროებებზე დაყრდნობით. მასტერკლასის პარალელურად, ქართველ მონაწილეებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, დასწრებოდნენ მაღალი დონის ელექტრონული მმართველობის კონფერენციას – #eGov2025.

1 2

ონლაინ შეხვედრა ჩატარდა ვანის საინიციატივო ჯგუფთან „ვანი-XXl“. შეხვედრაზე განიხილეს ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხი, საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებული წესდება და ის პრიორიტეტები, რომლებზეც ჯგუფის წევრები რეგისტრაციის შემდგომ აპირებენ მუშაობას. დაფიქსირდა, რომ სამოქალაქო საზოგადოების გამოცდილი ორგანიზაციის მხარდაჭერა ამ კუთხით მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2

თერჯოლის სამუშაო ჯგუფში კომპეტენტური წევრები არიან გაერთიანებულნი. მის მუშაობაში აქტიურადაა ჩართული თერჯოლის მერია. ჯგუფს ხელმძღვანელობს საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე. სწორედ მან შეაჯამა ჩატარებული მუშაობა ონლაინ შეხვედრაზე. ისაუბრა სამოქმედო გეგმაზე, უკვე შესრულებულ საკითხებზე, აქტუალურ თემებზე, რომლებიც შეეხება ოფიციალური ვებგვერდის განახლებას, სამოქალაქო ბიუჯეტირების დაგეგმარებას, სოციალური პაკეტების განახლების პროცესს, ანტიკორუფციულ საკითხზე თანამშრომელთა გადამზადებას  ყველა ეს საკითხი მნიშვნელოვანია, რათა წარმატებით განხორციელდეს პროექტი „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2 3

მეწარმე ქალთა ფონდმა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა საკონსულტაციო შეხვედრა ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტში არსებული პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. დაისვა ახალი ორგანიზაციების რეგისტრაციის საკითხი, განხილულ იქნა წესდებაში განსაზღრული მისია და მიმართულებები. ასევე ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტში დაგეგმილ სამუშაოებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს გამჭვირვალე, ეფექტიანი და ინკლუზიური საჯარო მმართველობის ჩამოყალიბებას.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2

ბაღდათის სამუშაო ჯგუფის მეშვიდე შეხვედრაზე განიხილეს ჯგუფის წევრების მიერ შემუშავებული ეთიკის კოდექსი. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. მონაწილეებმა ეთიკის კოდექსის კონკრეტულ მუხლებთან მიმართებაში თავიანთი მოსაზრებები და რეკომენდაციები დააფიქსირეს. შეჯერდნენ, რომ დოკუმენტის სისრულეში მოყვანისათვის რამდენიმე სამუშაო შეხვედრა ჩაინიშნოს. ასევე ჯგუფმა დაიწყო მუშაობა გეგმის მიხედვით გაწერილ კიდევ ერთ აქტივობაზე - გამოავლინონ, თუ რა საჭიროებები გააჩნიათ კონკრეტულ განყოფილებებს და სამსახურებს თანამშრომელთა გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით. ამისთვის შესაბამის სამსახურებს დაეგზავნა წერილები და გამოთხოვილ იქნა ჩამონათვალი, რასაც შემდგომ სტრუქტურული სახე მიეცემა.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2 3 4

ვანის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა ონლაინ რეჟიმში. შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, რომლებიც ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან ჩაერთნენ. ჯგუფის მუშაობის პრეზენტაციის დროს აქცენტები მიღწეულ შედეგებზე გაკეთდა. სტუმრებს გააცნეს საკრებულოსა და მერიისთვის შემუშავებული ეთიკის კოდექსი, რომელიც უკვე დაეგზავნა შესაბამის სამსახურებს რეკომენდაციების წარსადგენად.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2

ბაღდათის მუნიციპალიტეტში არსებულ საინიციატივო ჯგუფთან ონლაინ ჩატარდა საკონსულტაციო შეხვედრა. განხილულ იქნა ჯგუფის დარეგისტირების საკითხი და დებულების სამუშაო ვარიანტი, რომლის შემუშავებაში აქტიურად არის ჩართული ჩვენი პარტნიორი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „თანასწორობა ახლა“. საკონსულტაციო შეხვედრაზე აქცენტები დაისვა ორგანიზაციის მისიასა და მიმართულებებზე. აღინიშნა, რომ ის მხარდაჭერა, რასაც ისინი ამჟამად გრძნობენ, ძალიან მნიშვნელოვანია პირველი ნაბიჯებისთვის დიდ ასპარეზზე.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები