შეხვედრები (638)
შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი აქტიურად ემზადება პროექტის „ძალადობის პრევენცია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებით“ განხორციელებისთვის. დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები: შაშის და ნარდის თამაში, ხელბურთი გოგონების და ბიჭების მონაწილეობით, ჭიდაობა.
ღონისძიება დაიგეგმა 10 ივლისს, მალთაყვის სანაპიროზე.
ამ ეტაპზე შეხვედრები იმართება თვითმმართველობების სამსახურებში და განიხილება საორგანიზაციო საკითხები. ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობს ფოთის მერიის ახალგაზრდული და სპორტის, სოციალური დაცვის და გენდერულ საკითხთა სამსახური.
დაიბეჭდა პოსტერები და საინფორმაციო ფურცლები, მომზადდა მაისურები სლოგანით „ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალადობის წინააღმდეგ!“



სამუშაო გეგმიდან გამომდინარე, ჯგუფი მუშაობს ახალ პრობლემაზე, რაც კულტურული უსაფრთხოების დაცვას გულისხმობს. ადვოკატირების პროცესი უკვე დაწყებულია. მონაწილეებმა შეადგინეს ოფიციალური წერილები და გაუგზავნეს სხვადასხვა სტრუქტურას. განსაზღვრეს მხარდამჭერები და ისაუბრეს იმ რისკებზეც, რომლებიც, შესაძლოა, მუშაობისას წარმოიქმნას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას მიუძღვნა პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოხდა ფილმი-სიუჟეტის გადაღება. ფილმში საუბარია ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მუშაობაზე, ძალადობის პრობლემაზე, გამოსავალზე.
პროექტის დასასრულს გაიმართა პრეზენტაცია, ნაჩვენები იქნა ფილმი-სიუჟეტი. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები, ფონდი „სოხუმის“ აქტივისტები, პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების და მასმედიის წარმომადგენლები.
აქტიურმა დისკუსიამ ნათლად წარმოაჩინა პრობლემის აქტუალობა და თითოეული ადამიანის სურვილი, მეტი გააკეთოს ძალადობის პრევენციისათვის.












