შეხვედრები (638)

შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ  ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

   

 

ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ქუთაისის გუბერნიის დარბაზში გამოცდილების გაცვლის მიზნით გაიმართა შეხვედრა იმერეთის ადგილობრივი თვითმმართველობების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხო ფონდი „სოხუმის“, საერთაშორისო ორგანიზაცია PIN-ის და სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ერთობლივად განხორციელებულ პროექტებს; ორ სექტორს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას მოქალაქეთა მეტი კეთილდღეობისათვის.

შეხვედრაზე ასევე გაიმართა დისკუსია მუნიციპალიტეტებში 2016 წლიდან დაკანონებული ახალი ინსტიტუციური რგოლის - გენდერული თანასწორობის საბჭოების როლისა და ფუნქციის შესახებ. გამოითქვა რწმენა, რომ საბჭოები გახდება მოქალაქეთა საჭიროებებზე ორიენტირებული, მოქნილი მექანიზმი და კარგი რესურსი ეფექტური ადგილობრივი მმართველობისთვის.

შეხვედრა განხორციელდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

თერჯოლა - ახალი მუნიციპალიტეტია, სადაც ფონდი „სოხუმი“ იანვრიდან ინტენსიურ მუშაობას იწყებს ახალი პროექტის „ქალთა გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში. გაიმართა შეხვედრა თერჯოლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. ფონდის თანამშრომლებმა მათ პროექტის მიზნები და ამოცანები გააცნეს.

იგეგმება შეხვედრები ლანჩხუთისა და ოზურგეთის ადგილობრივ თვითმმართველობებშიც. ფონდის მუშაობა ამ მუნიციპალიტეტებშიც გავრცელდება იმ 6 მუნიციპალიტეტების პარალელურად, სადაც ბოლო წლებში უამრავი აქტივობა განხორციელდა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

3 დეკემბერს აღინიშნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღე. ფონდი „სოხუმის“ ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორმა ამ დღეს შეხვედრა ჩაატარა დღის ცენტრ „ვალენტინში“.

შეკრებილებმა მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო კამპანიის შესახებ „16 აქტიური დღე ქალთ მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, ისაუბრეს ძალადობის სხვადასხვა სახეზე. აღნიშნეს, რომ ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია და გამოთქვეს ძალადობის პრევენციის პროცესში ფსიქოლოგის აქტიური ჩართვის სურვილი.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

ქუთაისის კლინიკური საავადმყოფოს კოლექტიურ ცენტრში გაიმართა შეხვედრა დევნილებთან. ისინი გარემონტებულ შენობაში ცხოვრობენ, მაგრამ საცხოვრებელი ფართები  ჯერჯერობით მათ საკუთრებაში არ არის და, ცოტა არ იყოს,  შიშის გრძნობა ეუფლებათ.

ფონდი „სოხუმის“  წარმომადგენლები (პროექტის ასისტენტი და იურისტი) დაეხმარნენ დევნილებს წერილის მომზადებაში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სახელზე. ხელმოწერების შეგროვების შემდეგ წერილი გაიგზავნება  უწყებაში და ასე დაიწყება საკითხის ადვოკატირება.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

  

 

20 ივნისს, ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს, სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოეწყო შეხვედრა დევნილებთან. 

შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა, საბჭოს მდივანი ირინე დგებაუძე და გამგეობის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის წამომადგენლები. 

ისაუბრეს ყველა იმ სერვისზე, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს იძულებით გადაადგილებულ პირებს. მათ აცნობეს, საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის შესახებ, რომლის ერთ-ერთი ფუნქციაა გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ სფეროში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
11080419 816841305068898 8433636105465210972 o20 მარტს გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან გუბაზ სანიკიძესთან (პროექტის „ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკის შეცვლა გენდერულ ბიუჯეტირებასთან მიმართებაში“ ფარგლებში).
ფონდი „სოხუმის“ ხელმძღვანელმა და ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა ბატონ გუბაზს გააცნეს საბჭოს საქმიანობა, ისაუბრეს აღზრდის პროცესში, განსაკუთრებით - სკოლამდელი განათლების სფეროში, გენდერული კომპონენტების დანერგვასაუცილებლობაზე.11084196 816841555068873 4892968631503887385 o
აღინიშნა, რაოდენ მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკის შეცვლა გენდერულ ბიუჯეტირებასთან მიმართებაში.    
ვიცე-სპიკერმა შეხვედრის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა საქმიანობაში.
 
 
პროექტი ხორციელდება ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაციის „დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობის“  მხარდაჭერით 

      

გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფონდ „სოხუმში“ ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც წარმართეს „ინერ ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა.

შეხვედრას ესწრებოდა 13-დან 21 წლამდე 21 გოგონა. მათთვის ნაჩვენები იყო საინტერესო  ფილმი რეპროდუქციულ თემაზე. დისკუსია აქტიურად წარიმართა, იყო შეკითხვები და პასუხები, საუბარი ნაადრევი ქორწინების ნეგატიურ შედეგებზე.

გოგონებმა გამოთქვეს სურვილი, კიდევ შეიკრიბონ და იმსჯელონ აქტუალურ თემებზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
1 მაისიდან ფონდმა „სოხუმმა“ ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან პარტნიორობით დაიწყო მუშაობა ახალ ბენეფიციარებთან - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან.
13 მაისს ქუთაისში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც 14 ბენეფიციარი ესწრებოდა. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ პროექტის, მიზნებისა და ამოცანების შესახებ.
განისაზღვრა, რომ სამთვიანი მუშაობის შემდეგ უნდა დარეგისტრირდეს საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რათა ამ კატეგორიის ადამიანებმა შეძლონ თავიანთი პრობლემების ადვოკატირება, პროექტების წერა და დაფინანსების მოპოვება.
 

შეფასებითი სემინარი

     
მიილია კიდევ ერთი აქტიური და ნაყოფიერი წელი.
წლის ბოლოს გაიმართა ტრადიციული შეფასებითი სემინარი, რომელზეც ფონდი „სოხუმის“  თანამშრომლები და პარტნიორები შეიკრიბნენ.
ეს იყო განვლილი წლის შეჯამება, თითოეული თანამშრომლის წვლილის შეფასება, აქტივობების გახსენება და შედეგების განსაზღვრა...
რა თქმა უნდა, დაფიქსირდა გამოწვევები, რომელთაც ადგილი აქვს მუშაობაში და მათი გადაჭრის გზები.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
   
დასასრულს მიუახლოვდა პროექტი, რომელიც 1 მაისიდან დაიწყო ფონდმა „სოხუმმა“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან პარტნიორობით.
24 ივლისს საინფორმაციო შეხვედრა განსხვავებულ ფორმატში ჩატარდა. მოეწყო გასვლითი ღონისძიება დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში - სიმონეთში (თერჯოლის მუნიციპალიტეტი). ეს იყო საინფორმაციო შეხვედრაც, გაკეთებული სამუშაოს  შეჯამებაც და ექსკურსიაც... 
ბენეფიციარებმა კმაყოფილება გამოთქვეს:
ლიანა კუხიანიძე: - ბევრი რამ გავიგე. მომეწონა თქვენი მუშაობა, ყურადღება... დღევანდელი დღე დიდხანს მემახსოვრება...
რობერტ წერეთელი: - კმაყოფილი ვარ ჩატარებული ტრენინგით, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობის შესახებ გავიგე ინფორმაცია. დავესწარი საკრებულოს სხდომებს, გავიგე ის, რომ ყველა მსურველს შეუძლია იქ დასწრება.
ნატო კუპატაძე: - განსაკუთრებული იყო იურისტისა და ფსიქოლოგის კონსულტაციები, ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებთან ურთიერთობა. სამწუხაროა, რომ ეს პროექტი მთავრდება... 
 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები