შეხვედრები (638)
შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
7-8 მარტს, ბუდაპეშტში, პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობისათვის“ ფარგლებში კვლევებში ჩართულ ექსპერტთა მონაწილეობით შედგა შეხვედრა, რომელზეც კიდევ ერთხელ მოხდა ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების განზოგადება გენდერული მიდგომების დანერგვის, ადგილობრივი მართვის რეფორმებში საზოგადოების მონაწილეობის და პოლიტიკური რეფორმების ადვოკატირების კუთხით. დაიწყო მუშაობა პოლიტიკური სტრატეგიის დოკუმენტზე, რომელიც ორიენტირებული იქნება საქართველოში ადგილობრივი მმართველობის რეფორმაზე და გენდერულ მეინსტრიმინგზე. დაიგეგმა პროექტის სამომავლო აქტივობები.
შეხვედრას ესწრებოდა ვიშეგრადის ფონდის წარმომადგენელი. ის ინტერესით გაეცნო პროექტის ფარგლებში განხორციელებულ მუშაობას და დააფიქსირა ფონდის პოზიცია, რომელიც მიესალმება გენდერულ საკითხებში გამოცდილების გაცვლის, პარტნიორთა ქსელის გაზრდის და ადგილობრივ პოლიტიკაში თანასწორობის საკითხებისადმი ახალი მიდგომების დანერგვის ტენდენციას.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
ფონდ „სოხუმში“ ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ სტუმრები გერმანიიდან - ქალთა ფონდი „ფილიას“ წარმომადგენლები.
25 ოქტომბერს „ფილიას“ ახალგაზრდული საბჭოს წევრები შეხვდნენ ფორუმ-თეატრის მსახიობებს. ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები, გაეცნენ ფორუმ-თეატრის მუშაობის სპეციფიკას. ახალგაზრდებმა ადვილად გამონახეს საერთო ენა.
მეორე დღეს გაიმართა გაცნობითი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ფონდი „სოხუმის“ და ზუგდიდის ორგანიზაცია „მერკურის“ წარმომადგენლები. ისაუბრეს შედეგებზე, მიღწევებზე, პრობლემებზე. დაისახა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
ხონის სამოქალაქო ინიციატივების ჯგუფი აქტიურად ჩაერთო ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებულ „16 დღიან კამპანიაში“. ჯგუფის ლიდერებმა 6 დეკემბერს ხონის მთავარ ბიბლიოთეკაში ხონის საჯარო სკოლების უფროსკლასელ ვაჟებთან ერთად საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრა გამართეს, რომელზეც ისაუბრეს ძალადობის მიზეზებზე, მის სოციალურ შედეგებზე, ძალადობის პრევენციის გზებზე.
როგორ შეიძლება წინ აღვუდგეთ ძალადობას, სად არის საზოგადოების როლი - ამ საკითხების ირგვლიც საინტერესო დისკუსიები გაიმართა.
წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა კამპანიის სახედ აირჩია წყალტუბოს რაგბისტთა კლუბი „დინოზავრები“.
პროექტს „არა - ქალთა მიმართ ძალადობას!“ უძღოდა მოსამზადებელი მუშაობა - საინფორმაციო შეხვედრები კლუბ „დინოზავრების“ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. დაიბეჭდა საინფორმაციო ფურცლები და პოსტერ-კალენდარი რაგბისტების ფოტოსურათით. იგეგმებოდა აქტივობები სტადიონზე, მაგრამ უამინდობის გამო ამ პერიოდში მატჩი არ გამართულა. ამიტომაც მოხდა პროექტის კორექტირება - ცენტრის აქტივისტებმა ჩაატარეს ორი ღონისძიება. ერთი - საინფორმაციო შეხვედრა საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლებთან, 3 დეკემბერს კი - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საერთაშორისო დღეს - წყალტუბოს ინკლუზიურ ცენტრში. აქ გაიმართა ნახატების კონკურსი „ოჯახი ძალადობის გარეშე!“
შეხვედრების ყველა მონაწილემ მიიღო ინფორმაცია კამპანიის შესახებ, განსაკუთრებით იმის თაობაზე, როგორ მოქმედებს ძალადობა ბავშვის ფსიქიკაზე. მონაწილეთა თქმით, ეს შეხვედრები აქტუალური და სასარგებლო იყო.

ხონის დევნილთა დასახლებაში ჩატარდა გამოკითხვა დევნილთა შემწეობის რეფორმის მიმართ მათი დამოკიდებულების შესწავლის მიზნით.
გამოკითხული 50 ადამიანიდან მხოლოდ მცირე ნაწილს მიაჩნია აუცილებლად რეფორმის ჩატარება. ყველა უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ რეფორმის პროექტის შემუშავებამდე არ მომხდარა მათი საჭიროებების კვლევა.
რესპონდენტთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ შემწეობა (45 ლარი) მათთვის საარსებოდ მნიშვნელოვანია და რეფორმის განხორციელება გამოიწვევს მათი ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას.
(PIN-ის პროექტი „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ -დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ).
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით
14 ივნისს, ხონის საკრებულოს სხდომათა დარბაზში პროექტის „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში - საქართველოში“ ფარგლებში მუციპალიტეტის მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა მუნიციპალიტეტში სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობისა და საჭიროებების კვლევასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
პროექტის მენეჯერმა შეხვედრის მონაწილეებს კვლევის კონცეფცია და სამიზნე ჯგუფების შერჩევის სპეციფიკა გააცნო. ითქვა, რომ სწორად განსაზღვრული კრიტერიუმები კვლევის მიზნების წარმატებით განხორციელების საწინდარია.
შეჯერდა კვლევების დრო და ადგილი, ჩართული სოციალური ჯგუფები და პასუხისმგებელი პირები, ასევე - ოპტიმალური ადგილი ფოკუს-ჯგუფის შეხვედრების ჩატარებისათვის.
გამოითქვა იმედი, რომ კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია იქნება კარგი პლატფორმა სოციალური ჩართულობის ადგილობრივი სტრატეგიის შესამუშავებლად.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN). ხონში პროექტის პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ფონდი სოხუმი“.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ მხარდაჭერით
ხონის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ. ისინი ქუთაისის და წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფების სამუშაო გამოცდილებას გაეცნენ. ჯგუფის წევრების აზრით, პრობლემები ანალოგიურია, ამიტომაც მნიშვნელოვანია იმის მოსმენა, სხვა ქალაქებში როგორ მოხდა მათი ადვოკატირება.
ქალთა საინიციატივო ჯგუფი ახალ პრობლემაზე იწყებს მუშაობას - მისი ადვოკატირება ხელს შეუწყობს ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებას.
ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფი აგრძელებს მუშაობას პრობლემათა ადვოკატირების მიმართულებით. 9 თებერვალს მორიგი შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის წევრებმა შეადგინეს ადვოკატირების გეგმა. გაიწერა გრაფიკი, რომლის მიხედვითაც თითოეულ წევრს საკუთარი უფლებამოსილება განესაზღვრა. ადვოკატირების გეგმაში დაფიქსირდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ვიზიტები, რადგან პრობლემების მოგვარება მათი ჩართულობით, მათთან აქტიური თანამშრომლობით უნდა მოხდეს.
ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ მიუძღვნა პროექტი „ქალები ამსხვრევენ სტერეოტიპებს“. როგორც პროექტის ანოტაციაშია ნათქვამი, ხონის სამხედრო დასახლების კოლექტიურ ცენტრში ქალების უმეტესობა პასიურია. მათ არა აქვთ ინფორმაცია გენდერულ ძალადობაზე. პროექტში სწორედ ის ქალები ჩაერთნენ, რომლებიც არ ესწრებიან ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ღონისძიებებს. გაიმართა ქალების ჩემპიონატი ნარდში. ამით დაიმსხვრა ერთ-ერთი სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც სპორტული თამაშები ბევრს მამაკაცთა საქმედ მიაჩნია.
ჩემპიონატს დაესწრნენ ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა პოსტერ-კალენდარი, რომელზეც აღბეჭდილია 2016 წლის იმერეთის მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული - საფეხბურთო კლუბი „აფხაზეთი“. განსაკუთრებით შთამბეჭდავია პოსტერის სლოგანი „ჩვენ ვგმობთ ძალადობას!“
ჩემპიონატის მონაწილეებს გადაეცათ კალენდრები და საინფორმაციო ფურცლები. ყველა ეთანხმება აზრს, რომ ძალადობა დასაგმობია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ძალადობრივი შემთხვევების შემცირებისათვის.