ქალთა მხარდაჭერის ცენტრები (533)

ქალთა მხარდაჭერის ცენტრი – ეს არის  ფონდი „სოხუმის“ ფილიალები ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, თერჯოლაში, სენაკში, ფოთში, ხურჩა/კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლანჩხუთში, ოზურგეთში - შეიქმნა 2009 წლიდან. ცენტრების დანიშნულებაა ქალთა გაძლიერება,  სოციალური, ფსიქოლოგიური, იურიდიული დახმარების გაწევა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და კრიზისული ოჯახებისათვის, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ხელს უწყობს ქალთა უფლებების დაცვას და მათ სოციალურ-ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.

 
ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს იურისტის საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრების შედეგად რამდენიმე პრობლემა უკვე მოგვარდა. ჩანჩიბაძისა და ნიკოლაძის ქუჩაზე დასრულდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაიგო  ასფალტის საფარი.
ამჯერად იურისტი შეხვდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუს მცხოვრებლებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გაღმა დვაბზუს მიმართულებით მიმავალი გზა ამორტიზირებულია. ასევე სკოლის მიმდებარე გზაზე უნდა გაკეთდეს  შემაფერხებელი  ბარიერი, რომელიც მძღოლებს აიძულებს გზის ამ მონაკვეთში ნელა იარონ.
შეხვედრაზე გაიცა სამოქალაქო, სოციალური და  ადმინისტრაციული სამართლის სახის კონსულტაციები.  
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

იანვარში ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, ფოთის, სენაკის, ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა იურიდიული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები. შეკრებილებმა მიიღეს კონსულტაციები სხვადასხვა საკითხზე: განქორწინება, ალიმენტის დანიშვნა, კრედიტთან დაკავშირებული პრობლემები, ოჯახში ძალადობის აღკვეთის მექანიზმები და პრევენცია, უძრავი ქონების შეძენა და რეგისტრაცია, სოციალური საკითხების კუთხით კანონდებლობაში შესული ცვლილებები.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია BrotfürdieWeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

 

ფონდი „სოხუმის“ იურისტებმა ექვსი შეხვედრა გამართეს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

შეხვედრებზე ძირითადი თემა იყო ცვლილებები კანონში ოჯახში ძალადობის შესახებ, რომელიც დამტკიცდა 24 იანვარს. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია კანონში შესულ  4 ცვლილებაზე:

    1.      ადევნება დასჯადი  ქმედება გახდა და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

2.      ქალთა წინადაცვეთა ან ქალის იძულება-დაყოლიება ამ რიტუალის ჩასატარებლად რელიგიური, რიტუალური, ეროვნული, ეთნიკური ან სხვა ტრადიციების გავლენით ან მის გარეშე სისხლის სამართლის წესით ისჯება

3.      გაფართოვდა „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების სფერო

4.      გაიზარდა ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალი.

ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა შეხვედრა ჩაატარა #15 სკოლაში, სადაც ესწრებოდა 35 მოსწავლე - ისაუბრეს ნაადრევი ქორწინების სამართლებრივ ასპექტებზე.

გარდა ამისა, გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები. ბორჯომში ძალადობის მსხვერპლ ქალს გაეწია სატელეფონო კონსულტაცია და მუშაობა შემდეგომ თვეებშიც გაგრძელდება, გამომდინარე საქმის სირთულიდან. ხონში გამოვლინდა ქალი, რომელიც მიეკუთვნება ძალადობის მსხვერპლის რისკ ჯგუფს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

 

ფონდი „სოხუმის“ იურისტებმა აგვისტოში ჩაატარეს შეხვედრების ციკლი კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში, სოფელ გოჩა-ჯიხაიშში (ხონის მუნიციპალიტეტი), ქუთაისის, სენაკის, ფოთის, წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

თემა უცვლელია - კანონი, რომელიც არეგულირებს  ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობას. თუმცა შეხვედრების დროს საუბარი იყო  სხვა აქტუალურ საკითხებზეც: კანონი უძრავი ქონების შესახებ, სამოქალაქო კოდექსი, ალიმენტები, განქორწინება. გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციებიც.

ქალები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში, სვამდნენ შეკითხვებს და იღებდნენ ამომწურავ პასუხებს. იურისტის კონსულტაციები ეხმარება ქალებს თავიანთი პრობლემების მოგვარებაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

სტატისტიკა ასეთია: 12 შეხვედრა იურისტთან ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში დევნილ და ადგილობრივ მოსახლეობასთან, ინფორმაციის მიწოდება ოჯახში ძალადობის შესახებ კანონის მექანიზმებთან დაკავშირებით. ამას გარდა - კონსულტაციები სხვადასხვა საკითხზე.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: ქუთაისის თავშესაფრის იურისტის მეშვეობით ფონდი „სოხუმის“ იურისტს მომართა ბენეფიციარმა, რათა მას მიენიჭოს მსხვერპლის სტატუსი და მიეცეს თავშესაფარში დარჩენის და სარეაბილიტაციო კურსის დასრულების უფლება.  მან  წარმოადგინა ყველა საჭირო დოკუმენტი, რაც გაიგზავნა  თბილისში, მსხვერპლის სტატუსის მიმნიჭებელ კომისიაში. კომისიის გადაწყვეტილებით, ბენეფიციარს მიენიჭა მსხვერპლის სტატუსი და დარჩა თავშესაფარში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში იურიდიული შეხვედრების ციკლი დასრულდა. შეხვედრების ძირითადი თემა, როგორც ყოველთვის, იყო ოჯახური ძალადობის სამართლებრივი საკითხები. ეს თემა მრავალნაირად იშლება ხოლმე და კონკრეტულ სახეს იღებს.

ამას გარდა, განხილულ იქნა სხვა აქტუალური საკითხებიც: პრობლემური სესხები, არაკომერციული იურიდიული პირის საქმიანობა,  მემკვიდრეობის მიღება...

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

22 აგვისტოს ჩატარდა იურიდიული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა დევნილ 10 ქალბატონთან ქუთაისის ერთ-ერთ კოლექტიურ ცენტრში (ინვალიდთა საწარმო). დამსწრეებს მიეწოდა ინფორმაცია ქალთა უფლებებზე გენდერულ ჭრილში, ასევე გენდერულ საკითხებზე დასაქმებაში და გენდერულ თანასწორობაზე შრომის ბაზარზე. მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ გასულ თვეებში გაწეული კონსულტაცია  შედეგიანი იყო და ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა მათ ეზოში დაამონტაჟა  გარე განათება.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

ქუთაისი, ხონი, სენაკი, ფოთი, წყალტუბო, ხურჩა (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) - ეს ის ადგილებია, სადაც იურიდიული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები ჩატარდა. შეხვედრებზე ისაუბრეს ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ, ამ პრობლემის სამართლებრვი მხარეზე, მხარდაჭერისა და დაცვის საკითხებზე. ამას გარდა, მონაწილეები სტამბულის კონვენციასთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებების პაკეტს. ინდივიდუალურ კონსულტაციებზე განხილული იყო სხვა საკითხებიც - ქონებრივი უფლება-მოვალეობები, განქორწინება.

 პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

   1   

ოჯახში ძალადობა, კანონით გათვალისწინებული მექანიზმები - ძირითადად, ამ საკითხებს ეხებოდა ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორების მიერ ორგანიზებული იურიდიული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები. ხონში შეხვედრას დაესწრნენგამგეობის თანამშრომლები.  სოფელ კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) შეხვედრა გაიმართა სკოლის პედაგოგებთან და სოფლის მცხოვრებლებთან. წყალტუბოს, სენაკის, ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში სხვა თემებთან ერთად ტრეფიკინგის თემასაც შეეხნენ. ქუთაისში გამოვლინდა ძალადობის მსხვერპლის რისკ ჯგუფის მატარებელი ბენეფიციარი. ქალები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში, მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. გაიცაინდივიდუალური კონსულტაციები.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brotfür die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienstმხარდაჭერით (გერმანია)

13 ივნისს იურიდიული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა ქუთაისში, ბაგა-ბაღის კოლექტიურ ცენტრში. ესწრებოდნენ ადგილობრივი და დევნილი ქალები. მათ მიეწოდათ ინფორმაცია ბავშვთა უფლებებზე და მათი დაცვის სამართლებრივ გზებზე, გაეროს კონვენციაზე ბავშვთა უფლებების შესახებ.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები