ქალთა მხარდაჭერის ცენტრები (533)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრი – ეს არის ფონდი „სოხუმის“ ფილიალები ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, თერჯოლაში, სენაკში, ფოთში, ხურჩა/კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლანჩხუთში, ოზურგეთში - შეიქმნა 2009 წლიდან. ცენტრების დანიშნულებაა ქალთა გაძლიერება, სოციალური, ფსიქოლოგიური, იურიდიული დახმარების გაწევა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და კრიზისული ოჯახებისათვის, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ხელს უწყობს ქალთა უფლებების დაცვას და მათ სოციალურ-ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.


დეკემბრის თვეში ექვსივე ახალგაზრდულ კლუბში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ფოთი, კოკი) საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო საუბრით 16-დღიანი კამპანიის შესახებ. შეხვედრის მეორე ნაწილში იყო მსჯელობა ძირითად თემაზე - გენდერული პოლიტიკის ადვოკატირება და მისი მნიშვნელობა ძალადობის პრევენციის საკითხებში.
ადვოკატირების სტრატეგიის განხილვა ახალგაზრდებისთვის საინტერესო აღმოჩნდა, მათგან წამოვიდა შეკითხვები, ისინი საუბრობდნენ თავიანთი პრობლემების შესახებ, თუ რას შეცვლიდნენ. დისკუსიაში ახალგაზრდების აქტიურობამ წარმოაჩინა, რომ ეს თემა მათთვის აქტუალური იყო.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)