ქალთა მხარდაჭერის ცენტრები (533)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრი – ეს არის ფონდი „სოხუმის“ ფილიალები ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, თერჯოლაში, სენაკში, ფოთში, ხურჩა/კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლანჩხუთში, ოზურგეთში - შეიქმნა 2009 წლიდან. ცენტრების დანიშნულებაა ქალთა გაძლიერება, სოციალური, ფსიქოლოგიური, იურიდიული დახმარების გაწევა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და კრიზისული ოჯახებისათვის, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ხელს უწყობს ქალთა უფლებების დაცვას და მათ სოციალურ-ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.
ნოემბრის თვის საინფორმაციო-სამობილიზაციო შეხვედრები მიეძღვნა ძალადობის თემას დ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო კამპანიაზე „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.
3 შეხვედრა გაიმართა ქუთაისში, 6-6 - წყალტუბოს, ხონის, ფოთის, ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტებში. როგორც წინა თვეებში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ნოემბერშიც 33 სამობილიზაციო შეხვედრა ჩაატარეს ქალაქებსა და სოფლებში, დევნილთა დასახლებებში,
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)







ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგიური კონსულტაცია შიდაოჯახური კონფლიქტების საკითხებზე გამართა სოფელ ჯიხაიშში, ერთ-ერთ ოჯახში. ოჯახი მრავალშვილიანია, სოციალურად დაუცველი და არაადაპტირებული. ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარებასთან ერთად მას ესაჭიროება დახმარება სახელმწიფოო სტრუქტურების მხრიდან.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
აგვისტოს პირველი ნახევარი ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებისთვის საშვებულებო პერიოდი იყო, მაგრამ გეგმით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება ჩატარდა. ნაწილი ივლისის ბოლოს და ნაწილიც - აგვისტოს მეორე ნახევარში.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში ჩაატარეს საინფორმაციო-სამობილიზაციო შეხვედრები. შეხვედრებზე განხილული იყო შემდეგი თემები: ახალგაზრდების საერთაშორისო დღე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები და მათ მისაღებად საჭირო დოკუმენტაციების ნუსხის გაცნობა დევნილი მოსახლეობისათვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
გეგმით გათვალისწინებული იურიდიული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები ჩატარდა ქალებთან და მამაკაცებთან ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
შეხვედრებზე განხილულ იქნა სხვადასხვა აქტუალური საკითხი - ოჯახში ძალადობა, კანონი ძალადობის წინააღმდეგ, კონფლიქტების გამომწვევი მიზეზები, განქორწინება.
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინდივიდუალური კონსულტაციებიც. მაგალითად, ერთმა ქალმა, რომელსაც აქვს კონფლიქტი ოჯახში, მიმართა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფილიალს და ამჟამად თავს უფრო დაცულად გრძნობს.







