გრძელდება ვორკშოპები თემაზე: მოლაპარაკება, ფასილიტაცია, მედიაცია.
- თუ კონფლიქტი ვერ გვარდება, ასეთ დროს აუცილებელია მესამე მხარე, მას უნდა შეეძლოს ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინება, - ასეთი პოზიცია ჰქონდათ ახალგაზრდებს ხონში ჩატარებულ შეხვედრაზე.
ფოთის მე-11 საჯარო სკოლაში მონაწილეები კონკრეტული ისტორიების ანალიზით შეეცადნენ საუბარს მოლაპარაკების მნიშვნელობასა და ფასილიტაციაზე. რამდენიმე მონაწილემ გულწრფელად აღიარა, რომ არა აქვს ფასილიტატორისთვის საჭირო უნარ-ჩვევები ამიტომ შუამავლობა არ გამოსდის.
როგორი უნდა იყოს მესამე მხარე? ამ საკითხზე პასუხის გაცემას დისკუსიით შეეცადნენ ლანჩხუთში ჩატარებულ ვორკშოპზე.
მონაწილეთა აზრით, ახალგაზრდების ინფორმირება ამ საკითხებზე მნიშვნელოვანია, რადგან მოლაპარაკებებით და ფასილიტაციით შესაძლებელია ნებისმიერი კონფლიქტის ტრანსფორმაცია.
როგორც წინა თვეებში, მარტშიც ახალგაზრდული კლუბების 9 საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. ბოლო სამი შეხვედრა გაიმართა ფოთის, ხონის და სოფელ ლესას (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში.
ქალთა სოლიდარობა, 8 მარტის ისტორია, ქალთა უფლებები, ძალადობის პრევენცია - განსახილველმა თემებმა ბევრი კითხვა გამოიწვია და შეხვედრებზევე ეცადნენ გარკვევას.
ახალგაზრდები ინტერესით ჩაერთნენ დისკუსიაში, მაგალითები მოიყვანეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი საუბრები აუცილებელია უფროსი თაობისთვის, რომ მათ არ ჰქონდეთ სტერეოტიპული დამოკიდებულება გენდერული საკითხების მიმართ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრების ადგილი - სენაკის მე-3 საჯარო სკოლა, განმუხურის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) სკოლა, თერჯოლის ახალგაზრდული ცენტრი.
შეხვედრების თემა - ქალთა სოლიდარობა, ქალთა უფლებები ძალადობის პრევენციისთვის.
მონაწილეთა განსაკუთრებული ინტერესი და დისკუსია გამოიწვია წარმატებული ქართველი ქალების ბიოგრაფიების წაკითხვამ. ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა: „ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა ქართველი ქალების ისტორიები, მათი თავგანწირვა. მსგავს თემაზე არავინ გვესაუბრება. მინდა, სიღრმისეულად გავეცნო ამ საკითხს“.
ახალგაზრდული კლუბები კიდევ უფრო მეტი აქტიურად აგრძელებენ მუშაობას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მორიგი შეხვედრები გაიმართა ვაჟებთან თერჯოლის, ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში. განხილულ იქნა გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხები და მონაწილეებმა განსაკუთრებული აქტივობა გამოიჩინეს, დიდი ინტერესით ჩაერთნენ ჯგუფურ მუშაობაში და დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს გენდერული პრობლემები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი იაზრებენ მამაკაცის როლს გენდერულ თანამსწორობასთან მიმართებაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქეთი კუჭავა და ანი ქუთათელაძე აქტიური მონაწილეები იყვნენ ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებული სამდღიანი ტრენინგისა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ტრანსფორმაციის საკითხებზე. იქ ისწავლეს ფასილიტატორობა და მიიღეს დავალება - დამოუკიდებლად ჩაეტარებინათ ვორკშოპი.
ახალგაზრდა ფასილიტატორებმა კონფლიქტის ტრანსფორმაციის თემას მიუძღვნეს ვორკშოპი წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის №1 საჯარო სკოლაში. ისაუბრეს პრობლემებზე, კონფლიქტის მოგვარების გზებზე, ქალთა სამშვიდობო ინიციატივებზე. იყო ჯგუფური მუშაობები და საინტერესო პრეზენტაციები.
მუშაობა წარიმართა პროექტის „ქალთა შესაძლებლობების განვითარება კონფლიქტის ტრანსფორმაციაში ახალი მიდგომების გამოსამუშავებლად“ ფარგლებში.
უჩვეულო შეხვედრა გაიმართა წყალტუბოს გამგეობის შენობაში. ფონდი „სოხუმის“ ერთ-ერთი პროექტის მონაწილემ, ფასილიტატორმა მარი ბალანჩივაძემ 16 ახალგაზრდა შეკრიბა და მათთან ერთად ჩაატარა ვორკშოპი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ტრანსფორმაციის თემაზე.
აქტიური დისკუსიების, ჯგუფური მუშაობების და პრეზენტაციების დროს იგრძნობოდა ახალგაზრდების განსაკუთრებული ინტერესი თემის მიმართ. შემუშავდა სამშვიდობო ინიციატივები.
ვორკშოპი არის ერთ-ერთი ღონისძიება პროექტის „ქალთა შესაძლებლობების განვითარება კონფლიქტის ტრანსფორმაციაში ახალი მიდგომების გამოსამუშავებლად“ ფარგლებში.
ივლისის პირველ ნახევარში გაიმართა ახალგაზრდული კლუბების სამი საინფორმაციო შეხვედრა წყალტუბოში, ფოთსა და კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).
გენდერული ძალადობის მიზეზებისა და დაცვის მექანიზმების განხილვისას ახალგაზრდები საუბრობდნენ ქალთა უფლებების დარღვევაზე, ძალადობის ფაქტებზე, მოჰყავდათ მაგალითები.
დისკუსიამ დაგვანახა, რომ ახალგაზრდებს, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, შეუძლიათდიდი როლი შეასრულონ გენდერულად დაბალანსებული საზოგადოების შექმნაში.
მარიამ ჩერქეზია ახალგაზრდა ფასილიტატორია. მან გაიარა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებული სამდღიანი ტრენინგი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ტრანსფორმაციის საკითხებზე და მიიღო ვორკშოპის ჩატარების დავალება.
ვორკშოპი ჩატარდა ფონდი „სოხუმის“ ოფისში. ახალგაზრდებმა ისაუბრეს კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე, მოგვარების გზებზე, სამშვიდობო ინიციატივებზე. ვორკშოპის შესახებ სიუჟეტი მოამზადეს ტელეკომპანია „რიონის“ ჟურნალისტებმა.
მუშაობა წარიმართა პროექტის „ქალთა შესაძლებლობების განვითარება კონფლიქტის ტრანსფორმაციაში ახალი მიდგომების გამოსამუშავებლად“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით
ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული კლუბების მოხალისეები აქტიურად ჩაერთნენ საზაფხულო ბანაკების ორგანიზებაში. 11 აქტივისტი ფასილიტატორად მუშაობდა ან ახლაც მუშაობს ბანაკებში - სხვადასხვა თემაზე ატარებს საინფორმაციო შეხვედრებს.
წყალტუბოში კლუბის წევრები ჩაერთნენ ინტელექტუალური ვიქტორინების და სპორტული შეჯიბრებების მომზადებაში. ფოთელმა ახალგაზრდებმა სხვადასხვა გამოფენის მოწყობას შეუწყვეს ხელი.
კოკის ახალგაზრდული კლუბი საინფორმაციო შეხვედრებს ატარებს ორსანტიაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და აქტიურად ავრცელებს ინფორმაციებს ახალგაზრდებისთვის აქტუალურ თემებზე.
პროექტიხორციელდება ორგანიზაციაBrotfürdieWelt – Evangelischer
Entwicklunsdienstმხარდაჭერით (გერმანია)
ეთიკის და ესთეტიკის ნორმები, სქესობრივი აღზრდა და შინაგანი კულტურის ფორმირება ძალადობის პრევენციისთვის - ამ თემას მიეძღვნა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისის, ხონის, სენაკის, ფოთის და წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კოკის საჯარო სკოლაში (ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი).
თემის მიმართ ინტერესი დიდი იყო, მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში. მოიყვანეს ცხოვრებისეული მაგალითები, ისაუბრეს ტრადიციებზე. ბევრმა მათგანმა აღნიშნა, რომ მოსწონს ტაბუდადებულ თემაზე საუბარი, იღებს საჭირო ინფორმაციას და მერე ავრცელებს თანატოლებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)