21 ოქტომბერს გაიმართა ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა. პირველ საკითხად გატანილი იყო ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შესახებ.  სხდომას ესწრებოდა კლუბის წევრები, მაჟორიტარი-კანდიდატი ლია გვენეტაძე და ქალბატონები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი საარჩევნო კომისიების მუშაობაში. მათ თავიანთ საარჩევნო გამოცდილებაზე ისაუბრეს.

კლუბზე აღინიშნა, რომ ქალები ამჯერადაც სათანადოდ არ არიან წარმოდგენილნი პარლამენტში. ამიტომ,  მათი მოსაზრებით, მეტი მუშაობაა საჭირო 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომ მეტი ქალი მოხვდეს გადაწყვეტილების მიღების  დონეზე.

მეორე საკითხი იყო პრობლემების შერჩევა ადვოკატირებისთვის. კლუბს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და იმედია, რომ ადვოკატირების პროცესი შედეგიანად დასრულდება.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

 

10   თებერვალს ზუგდიდში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა. შეხვედრაზე ისაუბრეს ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნაზე. ფონდი „სოხუმი“ ცდილობს, ხელი შეუწყოს ამ პროცესს. 

დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი ადგილობრივი სოციალური პრობლემების განხილვას, მათი ადვოკატირების გზებს შეეხებოდა. სხდომაზე შემუშავდა რეკომენდაციები მოქმედი პოლიტიკური პარტიის რაიონულ ორგანიზაციებში  წარსადგენად.

ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომის შემდეგ შედგა ფონდი „სოხუმის“  წარმომადგენლის შეხვედრა ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელთან.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

 

წყალტუბოში,  სენაკსა და ფოთში ახალგაზრდული კლუბის შეხვედრები მიეძღვნა აქტუალურ თემას - ეთიკისა და ესთეტიკის ნორმები, სქესობრივი აღზრდა და პიროვნული კულტურის ფორმირება - როგორც ინსტრუმენტი ძალადობის პრევენციისთვის.

ახალგაზრდები ინტერესით უსმენდნენ ფონდი „სოხუმის“ ასისტენტს, ერთმანეთს და ასე ეძებდნენ პასუხებს შეკითხვებზე, სიმართლეს, პრობლემების მოგვარების გზებს.

დისკუსიები საინტერესოდ და აქტიურად წარიმართა, მონაწილეებმა ისაუბრეს ძალადობის პრევენციაზე, რომელიც მეტნაკლებადაა დაკავშირებული ეთიკისა და ესთეტიკის ნორმებთან, სწორ სქესობრივი აღზრდასთან  და ადამიანის პიროვნულ კულტურასთან.

მონაწილეთა მოსაზრებები:

„ძალიან საინტერესო თემებია არჩეული, განსხვავებული, რიმლებზეც სხვაგან არ ვსაუბრობთ. სწორედ ამიტომ მომწონს კლუბის დისკუსიები“.

„კარგია, რომ ირღვევა სტერეოტიპული აზროვნება და ჩვენი თაობა ირჩევს საზოგადოებას, სადაც არანაირ ძალადობას არ ექნება  ადგილი“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში, რამდენად მისაღებია მოქალაქეებისთვის ეს ცვლილებები, როგორ აისახება ქვეყნის მომავალზე - ეს საკითხები განიხილეს  ამომარჩეველ ქალთა კლუბის მორიგ შეხვედრაზე სენაკის საკრებულოში. კლუბის წევრებმა თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს.

სხდომის მეორე ნაწილი მიეძღვნა კლუბის მუშაობის SWOT ანალიზს. აქტივისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეკეთებინათ სიტუაციური ანალიზი, ეფიქრათ ძლიერ და სუსტ მხარეებზე,  საქმიანობის გაუმჯობესებაზე.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

  

ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს - 8 მარტს მიეძღვნა. საუბარი შეეხო ქალთა სოლიდარობას, ქალთა ლიდერობას, მათ მონაწილეობას პოლიტიკაში.

კლუბზე მოწვეული სტუმრებს, სხვადასხვა სფეროში მომუშავე აქტიურ ქალებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეკრებილთათვის მოეთხროთ თავიანთ განვლილ გზაზე, სიძნელეებზე, მიღწევებზე. აღინიშნა, რომ ქალის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ წარმატებას ხშირ შემთხვევაში მისი ოჯახი უწყობს ხელს.

დისკუსიების დროს გამოიკვეთა რეკომენდაციები ქალთა უფლებებისა დაა შესაძლებლობების გაუმჯობესების მხრივ, რაც შეიძლება წარედგინოს პოლიტიკურ პარტიებს და ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოებს.

 

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

1ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარებული ახალგაზრდული კლუბის შეხვედრაზე გოგონებმა საყვედურით თქვეს, რომ ბიჭებმა არ მიულოცეს 8 მარტი, რაზეც ბიჭებმა განაცხადეს, რომ 8 მარტი არ არის დღესასწაული - ის არის სოლიდარობის, უფლებების დაცვის დღე.
„ყვავილი არა მარტო 8 მარტს, არამედ ყოველდღე უნდა აჩუქო,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა ვაჟმა.
შეხვედრის მონაწილეებმა ბევრი საინტერესო ცხოვრებისეული მაგალითი მოიყვანეს და აქტიურად იმსჯელეს ფემინიზმისა და ქალთა სოლიდარობის თემაზე.

 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

   

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები შეიკრიბნენ. შეხვედრის მონაწილეებმა იმ საკითხებზე ისაუბრეს, რომელთა ადვოკატირება ჩატარდა და ახალ ბენეფიციართა საჭიროებები და მათი პრობლემების ადვოკატირების სტრატეგიაც განსაზღვრეს. სხვა საკითხებთან ერთად გადაწყდა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შშმ პირთათვის უფასო ფსიქოლოგიური კონსულტაციის საკითხის ადვოკატირება.

კლუბის სხდომაზე მოხდა ინფორმაციის გავრცელება თვითმმართველობის სოციალური პროგრამების შესახებ. კლუბის ადვოკატირების ჯგუფი ადგილზე ეწვევა თვითმმართველობის შესაბამის სამსახურებს, რათა მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია არსებულ პროგრამებზე და იმ ჯგუფებს, რომლებიც მოიაზრებიან ბენეფიციარებად, დაეხმაროს  ამ პროგრამებით სარგებლობაში.

ითქვა, რომ ქალთა კლუბი და გენდერული საკონსულტაციო საბჭო სწორედ მოქალაქეების, პირველ რიგში, ქალთა ჯგუფების კომუნიკაციის ხელშეწყობას ცდილობს ადგილობრივ თვითმმართველობასთან. 

  

ბათუმში, „მეგობრობის სახლში“ ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კლუბის განახლებულ მუშაობას და სამომავლო გეგმებს, ახალი პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე. იყო აზრთა და იდეათა გაზიარება ნაყოფიერი მუშაობისთვის. მათთვის მთავარია, არ განელდეს ის მუხტი, რაც კლუბის აქტივს გააჩნია და რაც ასე მნიშვნელოვანია ბათუმისათვის.

 

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

 

ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბმა ურეხის ქუჩის ერთ-ერთი მაცხოვრებლის პრობლემის ადვოკატირება დაიწყო. ოჯახს უკიდურესად უჭირს, სოციალური დახმარება მოეხსნა და ყველანაირად უყურადღებოდაა მიტოვებული. ოჯახში არის შშმ პირი, რომელიც სპეციალური მოვლას საჭიროებს. პირველად საჭიროებად დგას სახლის გადახურვა. შეხვედრაზე სპეციალურად იქნა მოწვეული ზაზა ხიმშიაშვილი - მერის წარმომადგენლის თანაშემწე. მან აღნიშნა, რომ დახმარებას გაუწევს პრობლემის გადაჭრაში.

შეხვედრას ესწრებოდა საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანის“ ხელმძღვანელი. მისი პროექტის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ამ ოჯახის უზრუნველყოფა ყოველდღიური კვებით.

კლუბზე ასევე განხილულ იქნა ჩართვის საკითხი 16-დღიან კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

  

პროექტის „ქალთა აქტიური ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, საარჩევნო პროცესების დემოკრატიზაციის გზით“ ფარგლებში წყალტუბოში ჩამოყალიბდა ამომრჩეველ ქალთა კლუბი.

პირველ შეხვედრაზე კლუბის წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე, კლუბების მუშაობაზე სხვა ქალაქებში. მათ დაინახეს თავიანთი როლი ადგილობრივი პრობლემების გამოვლენისა და ადვოკატირებისთვის.

ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა გამოხატეს მზადყოფნა,  აქტიური მუშაობით ხელი შეუწყონ ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის დანერგვას.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები