14 სექტემბერს ფონდი „სოხუმის“ ოფისში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელი. მოხდა დამსწრეების ინფორმირება ონლაინ ხმის მრიცხველის არსის შესახებ, მათ მოისმინეს პასუხები პლატფორმაში წარმოდგენილ გარკვეულ კითხვებზე და საშუალება მიეცათ, დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა ხონში მცხოვრებ მოქალაქეებთან.
მათ მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის, აპლიკაციის არსის და მისი გამოყენების შესახებ.
შეხვედრებზე იმსჯელეს, როგორი უნდა იყოს ქვეყნის სტრატეგია განათლების, ჯანდაცვის, კულტურის, უსაფრთხოების თვალსაზრისით.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
6 სექტემბერს ქუთაისის ცენტრალურ პარკში გაიმართა პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ შეხვედრა ამომრჩევლებთან, სადაც მოხდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა.
ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა პოლიტიკური პარტიის წევრებს და შეხვედრაზე შეკრებილ მოქალაქეებს გააცნეს ინფორმაცია „ონლაინ ხმის მრიცხველის” შესახებ და დაურიგეს საინფორმაციო ფლაერები.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
ონლაინ ფორმატში ჩატარდა შეხვედრა ამბროლაურის, ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტების (რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონი) სამედიცინო პერსონალთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის თემა: „ჯანდაცვის წარმომადგენლების როლი და ფუნქცია ოჯახში/ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის რეფერირების და იდენტიფიკაციის პროცესში“.
შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. იყო: პრეზენტაციები, დისკუსია, რეკომენდაციები, თანამშრომლობის სურვილი.
პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციის „იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრის“ მონაწილეობით განხორციელდა მესამე შეხვედრა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში პროექტის განმახორციელებელ გუნდსა („საქართველოს სასოფლო დარბაზი“ და „ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის“) და ადგილობრივი სამუშაო ჯგუფის წევრებს - სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივი თვიმმართველობის და დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს შორის.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის რეფორმის სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობისთვის სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშვებული სტრატეგიული გეგმის რეალიზაციის საკითხები.
სამუშაო ჯგუფის წევრები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში. განიხილულ იქნა მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხები და განისაზღვრა ადვოკატირების კამპანიისათვის პრიორიტეტული მნიშვნელობის ღონისძიებები.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა პოლიტიკურ პარტიასთან „ლელო საქართველოსთვის“.
მოხდა დამსწრეთა ინფორმირება პროექტის მიზნის, აპლიკაციის და მისი გამოყენების მეთოდების შესახებ.
საინფორმაციო შეხვედრებისა და საჯარო დისკუსიების მეშვეობით უკვე ინფორმირებულია 700-მდე ადამიანი.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
სამუშაო ჯგუფის მე-4 შეხვედრა გაიმართა ხონის საკრებულოში.
წარმოდგენილი იყო ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსია. შეხვედრაზე განხილულ იქნა ყველა პუნქტი, თავისი ვადებით. უნდა აღინიშნოს, რომ მომავალი წლის სტრატეგიულ გეგმაში მოხვდა პანდუსების საკითხი.
საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე გაიმართა პარტნიორული პროექტის პრეზენტაცია. პროექტში ხონის სამოქალაქო საზოგადოების ორი ორგანიზაციაა ჩართული. მათ აქტიური მუშაობა გასწიეს ზაფხულში მინიპროექტების ფარგლებში. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ამ მუშაობას. ითქვა, რომ უკვე არის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის გამართული ვერსია, განახლდა ცხელი ხაზი და ცხელი ხაზის შესახებ ინფორმაცია მიიღო მუნიციპალიტეტის ყველა მცხოვრებმა.
ეს აქტიური მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
ცაგერის საკრებულოში ფორუმზე შეიკრიბნენ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პედაგოგები. ფორუმს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, ცნობილი ტრენერები: მანანა ჯინჭარაძე, ლადო აფხაზავა და თეა გალახვარიძე. პედაგოგებს გადაეცათ სერთიფიკატები აქტიური ჩართულობისა და მონაწილეობისათვის ვებინარში „ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ - ძალადობისგან თავისუფალი სკოლა“.
შეხვედრაზე აგრეთვე გაიმართა პუბლიკაციის „ბავშვთა მიმართ ძალადობა გზამკვლევი პედაგოგებისათვის“ პრეზენტაცია და დისკუსია აქტუალურ საკითხებზე.
ფორუმი გაიმართა ფონდ HumanDoc თან ერთობლივი თანამშრომლობით, პროექტის „საქართველოში ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მოძალადეთათვის თერაპიული დახმარების გაწევის" ფარგლებში.
ვანის საკრებულოს სხდომაზე გატანილ საკითხს „ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი სამოქმედო გეგმის ვანის მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობისათვის ელექტრონული სერვისების განვითარების მიმართულებით (2020 წლის ივნისი - 2021 წლის სექტემბერი) დამტკიცების შესახებ“ - დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. გეგმა შეიმუშავა ვანის მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფმა. ეს არის ნაწილი მუშაობისა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
თერჯოლის საკრებულოში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის წევრებმა განიხილეს სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსია. ყურადღება გამახვილდა გარკვეულ ცვლილებებზე. იმსჯელეს სოციალურ პაკეტებზე, მონაწილეობით ბიუჯეტზე, ადგილობრივი თვითმმართველობის მეტ თანამშრომლობაზე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან. საუბარი შეეხო ანტიკორუფციულ საკითხებს, თანამშრომელთა გადამზადებას... სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსიაში ყველა ეს შენიშვნა შევიდა.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით