1 2

მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ“ - ეს არის საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიის მოწოდება.

კამპანია „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ იწყება 25 ნოემბერს და სრულდება 10 დეკემბერს.

ფონდმა „სოხუმმა“ ამ კამპანიისთვის საგანგებოდ შექმნა ჩარჩო ფეისბუქმეგობრებისთვის.

ჩატარდება ასზე მეტი აქტივობა დასავლეთ საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში...

შემოგვიერთდით!

ერთად - ძალადობის წინააღმდეგ!

გადმოწერა

1 2 3

„ქალები საქართველოს მომავლისთვის“ და ბავშვთა უფლებების დაცვისა და მოქალაქეობრივი აღზრდის კავშირი „ბავშვები - საქართველოს მომავალი“ - თერჯოლის ამ ორი ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ონლაინ ჩართვის დროს.

საუბარი გაიმართა ახალი ორგანიზაციების დარეგისტრირების თაობაზე. წარმოდგენილია ორი ვარიანტი - ქალთა ორგანიზაცია და ახალგაზრდული ორგანიზაცია. მათ შესავსებად გაეგზავნა კითხვარები, რომელთა განხილვის საფუძველზე მოხდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დარეგისტრირება.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2

ახალი ორგანიზაციის დარეგისტრირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს ონლაინ ჩართვის დროს. შეხვედრა გაიმართა ხონის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და  ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარესთან. ისაუბრეს პროექტის აქტუალობაზე, გაწეული სამუშაოს შედეგებსა და პოზიტიურ ცვლილებებზე.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2

29 და 30  ოქტომბერს მეწარმე ქალთა ფონდმა ონლაინ ფორმატში ჩაატარა შეხვედრა ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მომუშავე პარტნიორ ორგანიზაციებთან.

მონაწილეებმა ისაუბრეს ორივე მუნიციპალიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფების სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელთაც ნოემბერში განიხილავს და  დაამტკიცებს საკრებულო. შეხვედრაზე განხილულ იქნა ახალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შექმნის ინიციატივა. მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს თავიანთ მუნიციპალიტეტებში კოვიდ-19-ის მაღალი გავრცელების რისკებზე და დასაძლევ გამოწვევებზე. 

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2 3

9 ოქტომბერს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა სამედიცინო პერსონალთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ოჯახის ექიმები, სასწრაფო დახმარების ექიმები, პოლიკლინიკებსა და სოფლის ამბულატორიებში მომუშავე მედპერსონალი.

ისაუბრეს აქტუალურ საკითხებზე: კანონი ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ, რეფერირება და კონკრეტულად - სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიკაციისა და დახმარების კუთხით.

ასევე გაიმართა ამ საკითხებზე სპეციალურად მედპერსონალისთვის გამოცემული პუბლიკაციის პრეზენტაცია. შეკრებილებმა გამოხატეს თავიანთი მოსაზრებები და მზადყოფნა, უფრო აქტიურად ჩაერთონ ძალადობის პრევენციის პროცესში. 

პროექტი ხორციელდება ფონდ Human Doc-თან პარტნიორობით
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების
თანამშრომლობის პროგრამის მხარდაჭერით

1 2 3

კარგი შედეგი გამოიღო ხონის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობამ. ხონის საკრებულომ მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების 2020-2021 წლების ერთობლივი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა და სახელმძღვანელოდ მიიღო.

სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებების გაფართოებას და მუნიციპალიტეტში ელექტრონული სერვისების გაუმჯობესებას.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის

საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2 3 4 5

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან პარტნიორობით 12 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელებთან ონლაინ შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრას ესწრებოდნენ სამხარეო ადმინისტრაციის გენდერზე პასუხისმგებელი პირი, მუნიციპალიტეტების გენდერული საბჭოს წევრები, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსები, გენდერული მრჩევლები. განხილული იყო მუნიციპალიტეტებში გენდერული პოლიტიკის დანერგვის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გამოვლენის, ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა. საუბარი შეეხო კოვიდ-19-ის პირობებში შექმნილი ახალი რეალობის ფონზე გენდერული ბიუჯეტირების, პროგრამების შეფასების კუთხით არსებულ გამოწვევებს. ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა მონაწილეებს წარუდგინეს ჩატარებული კვლევებით გამოვლენილი პრობლემები, კოვიდ-19-ის პირობებში ძალადობის მსხვერპლების და რისკ-ჯგუფების მდგომარეობა, სხვადასხვა სტრუქტურისთვის შემუშავებული რეკომენდაციები. ისაუბრეს სამხარეო ადმინისტრაციების როლსა და ფუნქციებზე მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის კოორდინაციაში; გენდერული საბჭოების საქმიანობის, მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, ეროვნულ დონეზე შესაბამისი სტრუქტურებისთვის ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობაზე; მეთოდოლოგიური დახმარების, სათანადო რესურსების აუცილებლობის საკითხზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1 2 3 4 5 6 7 8

ერთი შეხვედრა საგანგებოდ მოეწყო ჟურნალისტებისთვის. საქართველოს სხვადასხვა  მედიასაშუალების წარმომადგენლების შეხვედრა Zoom-ის ონლაინ პლატფორმაზე გახდა შესაძლებელი. ისინი დიდი ინტერესით გაეცნენ ონლაინ მრიცხველს, ნახეს ვიდეორგოლი, დაინტერესდნენ დეტალებით, გამოყენების წესით და მიიღეს სათანადო პასუხები.

შეხვედრის ბოლოს მათ აღნიშნეს, რომ  არა მარტო თვითონ შეავსებენ კითხვარს, არამედ ამ ინოვაციას გააცნობენ კოლეგებს, მეგობრებს... 

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

1 2 4

სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „თანადგომა 2020“ ხელმძღვანელმა ჯგუფის წევრებს წარუდგინა ჩატარებული მონიტორინგის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები. იმსჯელეს იმაზე, თუ რა საკითხები შევა ჯგუფის სამოქმედო გეგმაში. მერიის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა ჯგუფის წევრებს გააცნო ეთიკის კოდექსის სამუშაო ვარიანტი.  კოდექსის საბოლოო ვარიანტის შემუშავებას ჯგუფი წლის ბოლომდე გეგმავს.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15

სექტემბერი და ოქტომბერი გამორჩეულად აქტიური თვეები იყო რაჭა-ლეჩხუმის და  ქვემო სვანეთის  მუნიციპალიტეტების სკოლებისათვის.

ამ რეგიონის პედაგოგებისათვის ჩატარდა ონლაინ ტრენინგების ციკლი ბულინგისა და ძალადობის თემაზე. შემდეგ კი მათ თავიანთ სკოლებში ჩაატარეს 43 აქტივობა:  საინფორმაციო შეხვედრები, პრეზენტაციები, საუბრები მშობლებთან, აქციები, ვიდეორგოლების შექმნა, ფილმების ჩვენება და დისკუსიები და ა.შ.

საერთო ჯამში პროექტში ჩაერთო რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის 16 სკოლა და 20 პედაგოგი.  

პროექტი ხორციელდება ფონდ Human Doc-თან პარტნიორობით
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების
თანამშრომლობის პროგრამის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები