ათივე მუნიციპალიტეტში დასრულდა ხუთთვიანი სატრენინგო კურსი.

კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზები, შვილების და მშობლების ურთიერთობები - ამ თემებზე ისაუბრეს ტრენერებმა ახალგაზრდებთან ერთად.

ახალგაზრდები აქტიურობდნენ თემების განხილვაში, თამამად აფიქსირებდნენ თავიანთ მოსაზრებებს, შეკრებილებს უზიარებდნენ საკუთარ მაგალითებს. აღნიშნეს, რომ ცხოვრებაში აუცილებელია კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების უნარები. ასევე მნიშვნელოვანია გულწრფელი დამოკიდებულება მშობლებთან.

ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია მარტში ჩასატარებელი შემაჯამებელი შეხვედრის შესახებ და ასევე გაეცნენ საგრანტო პროექტის დეტალებს, რომელიც გამოცხადებული აქვს ფონდ „სოხუმს“ ტრენინგების მონაწილეებისთვის.

მიუხედავად რთული სიტუაციისა, ტრენინგები ჩატარდა შეფერხებების გარეშე.

მარტში ფონდი „სოხუმის“ ტრენერები ხუთთვიანი მუშაობის შედეგებს დაინახავენ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალი კვლევა სკოლის მოსწავლეებში კიბერთავდასხმებისა და ონლაინ ძალადობის გამოცდილებას, მის გენდერულ განზომილებას და გავლენას ეხება. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 192 მოსწავლემ დასავლეთ საქართველოს ათი მუნიციპალიტეტიდან, რომელთაგან 25%-ს პირადად გამოუცდია ონლაინ ძალადობა. TikTok და Facebook გოგონებისთვის ყველაზე გავრცელებული პლატფორმებია, ხოლო ბიჭები მსგავს შემთხვევებს ონლაინ თამაშებში აწყდებიან. ყველაზე გავრცელებული ძალადობის ფორმებია - შეურაცხმყოფელი ჭორები, გარეგნობასთან დაკავშირებული დამცინავი კომენტარები და სექსუალური შევიწროება, რომელიც გოგონებში განსაკუთრებით ხშირია. ონლაინ ძალადობა სერიოზულ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს მოსწავლეებზე, იწვევს შფოთვას, დეპრესიას და თვითშეფასების დაქვეითებას. მიუხედავად ამისა, კვლევამ ცხადყო, რომ გამოკითხულთა საერთო რაოდენობის 30% საერთოდ არ ეძებს დახმარებას, რაც შეიძლება სტიგმასა და მხარდაჭერის ნაკლებობას უკავშირდებოდეს.

კვლევა ხაზგასმით მიუთითებს, რომ ონლაინ ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება მოითხოვს სისტემურ მიდგომას, მათ შორის, განათლების გაძლიერებას, მშობლებისა და პედაგოგების ჩართულობის გაზრდას და სამართლებრივი რეგულაციების გაუმჯობესებას, რათა ონლაინ გარემო მოსწავლეებისთვის უფრო უსაფრთხო გახდეს.

გადმოწერა

ონლაინ ფორმატში გაიმართა ქუთაისის  ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების შეფასება, არსებული გამოწვევების ანალიზი და სამომავლო გეგმების დასახვა. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ პროექტის ფარგლებში ისინი გააქტიურდნენ, შეძლეს სოციალური უნარების განვითარება, სამოქალაქო ჩართულობა და სათემო ინიციატივების განხორციელება.

მონაწილეებმა აქცენტი გააკეთეს ადვოკატირების მნიშვნელოვან როლზე, რაც ხელს უწყობს ადგილობრივი პრობლემების მოგვარებას.

პროექტში ჩართული იყო დევნილთა ოთხი ჩასახლება და თემის წევრებმა მნიშვნელოვანი ბენეფიტები მიიღეს. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ხაზი გაუსვეს მსგავსი პროექტების მნიშვნელობას ქალთა გაძლიერებისა და სოციალური ინტეგრაციისთვის.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ზუგდიდის  ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ონლაინ ფორმატის შეხვედრა  გაიმართა.

ჯგუფის წევრებმა პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები შეაფასეს, გააკეთეს არსებული გამოწვევების ანალიზი და სამომავლო გეგმები დაისახეს.

შეხვედრაზე მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ პროექტმა ხელი შეუწყო მათ გააქტიურება-გაძლიერებას, სოციალური უნარების განვითარებას, სამოქალაქო ინიციატივების განხორციელებას.

მათ ისაუბრეს ადვოკატირებაზე, რომელმაც შესაძლებლობა მისცა ადგილობრივ ქალებს, უკეთ გამოევლინათ თავიანთი საჭიროებები და აქტიურად ემუშავათ მათი მოგვარებისთვის.

ჯგუფის წევრების თქმით, მსგავსი პროექტები აუცილებელია ქალების სოციალური ინტეგრაციისა და თემში მეტი ავტორიტეტის მოპოვებისთვის.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

იანვრის ბოლოს დაიწყო და თებერვალში დასრულდა კონკურსანტების დაჯილდოება.

კონკურსი შარშან,  წლის ბოლოს ჩატარდა და მიეძღვნა საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდული კლუბების წევრებმა, რომლებმაც გაიარეს ექვსთვიანი სატრენინგო კურსი „კონფლიქტის მართვა და ძალადობის პრევენცია“.

30-მდე საკონკურსო ნამუშევარი იყო: ესეები, ნახატები, ვიდეორგოლები.

ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ყველა მონაწილე წაახალისა. სენაკის, წყალტუბოს, ქობულეთის, ზუგდიდის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში ტრენერები ლელა შენგელია და ანჟელა ჩიხლაძე პირადად შეხვდნენ მონაწილეებს და გადასცეს  საჩუქრები და მადლობის სიგელები.

კონკურსში მონაწილეობამ კიდევ მეტი მოტივაცია მისცა ახალგაზრდებს, რომ აქტიურად ჩაერთონ ახალგაზრდული კლუბების მუშაობაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  • ორშაბათი, 24 თებერვალი 2025

ქალების ინფორმირება ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისებსა და პროგრამებზე ისევ აქტუალურია, ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში თვის განმავლობაში 150-მა ადამიანმა მიიღო საჭირო ინფორმაცია და სხვადასხვა თემში გაავრცელა. შეხვედრების მონაწილეები ასე უწყობენ ხელს  ძალადობის პრევენციას.  

მონიტორინგის შედეგად 10 რისკის ჯგუფის ოჯახის იდენტიფიცირება მოხდა. ამ ოჯახებთან აქტიურად მიდის თანამშრომლობა. ოთხი მათგანი ქალთა ფონდი „სოხუმის“ სერვისის მომხმარებელი გახდა. ფსიქოლოგი განაგრძობს მათთან მუშაობას,  დანარჩენი ქეისების გადამისამართება კი საჭიროებისამებრ მოხდა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

.be

ტელერადიოკომპანია „რიონის“ პირდაპირ ეთერში გაიმართა გადაცემა, რომელშიც მონაწილეობდნენ წამყვანი ნინო ნებიერიძე და გადაცემის სტუმრები, ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები:  ემა კამკია და ხათუნა გოგუა.

მათ ისაუბრეს ქალთა ფონდი „სოხუმის“ კვლევის ანგარიშზე „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტის სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში ოჯახისა და თემის მონაწილეობის კომპონენტის გენდერული ზეგავლენის შეფასება“. 

ლამაზი ნახელავები აქვთ ქალებსა და გოგონებს. თებერვლის დასაწყისში დაიწყეს სწავლა ქალთა ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრში. პირველად შეეხნენ პოლიმერულ თიხას, მაგრამ უკვე ბევრი რამ იციან და სიამოვნებითაც მუშაობენ.

მაკა ჯიშკარიანი ცოდნას და გამოცდილებას უზიარებს ახალ შეგირდებს და კმაყოფილია მათი მონდომებით.

ყველამ იცის, რომ ეს მხოლოდ მეცადინეობები არ არის, ნამდვილი თერაპიაა. ძერწვის დახმარებით იხსნება ქალების შემოქმედებითი ნიჭი, გატაცებები. სწავლის შემდეგ მათ შეუძლიათ მცირე ბიზნესის დაწყება, თავიანთი იდეების და ოცნებების ახდენა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

- როგორია ხარისხის სტანდარტის მიხედვით ოჯახის და თემის ჩართულობა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მიმდინარე პროცესებში, რამდენად მაღალია გენდერული ზეგავლენა, რა უშლის ხელს ორივე მშობლის თანაბარ ჩართულობას, რა პრობლემები აფერხებს სრულფასოვანი გარემოს შექმნას? - ამ საკითხებზე გაცვალეს ინფორმაციები ქუთაისის მე-17 ბაღში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ  საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების წარმომადგენლები, ფსიქოლოგები, ბავშვთა უფლებების დამცველები, მშობლები.

 - ემიგრანტი მშობლების დაბალი ჩართულობა, მამებთან კომუნიკაციის და ჩართულობის დეფიციტი, შშმ/სსმ ბავშვის მშობლების არათანაბარი მონაწილეობა  სააღმზრდელო პროცესში, დაბალი კოორდინაცია სერვისის მიმწოდებელ კომპანიებთან და ბავშვის უფლებებზე მომუშავე აქტორებთან  - ამ და სხვა საკითხებზე გააკეთეს აქცენტი შეხვედრის მონაწილეებმა.

კვლევის მიგნებების პარალელურად, გამომსვლელებმა ისაუბრეს რესურსებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც გამოვლენილი გამოწვევების საპასუხოდ შეიძლება იქნეს გამოყენებული.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის სტანდარტის “ ოჯახისა და თემის მონაწილეობის კომპონენტის გენდერული ზეგავლენის შეფასების კვლევაში ასახული მიგნებებისა და რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით მორიგი შეხვედრა გაიმართა ქუთაისის მე-7 საბავშვო ბაღში. 

სკოლამდელი დაწესებულების მმართველები, პედაგოგები, აღმზრდელები, მეთოდისტები, სპეცპედაგოგები და მშობლები აქტიურად განიხილავდნენ გამოწვევებს, რომლებიც ხელს უშლის ოჯახისა და თემის ჩართულობას სააღმზრდელო პროცესში.

მონაწილეებმა დაადასტურეს, რომ მნიშვნელოვანია ისეთი პოზიტიური პრაქტიკის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს ორივე მშობლის სრულფასოვან ჩართულობას.  მათი აზრით, აქტივობების გამრავალფეროვნება, პერსონალის კომპეტენციის გაზრდა, პარტნიორობა სერვისის მიმწოდებელ სუბიექტებთან გააუმჯობესებს ოჯახისა და თემის თანამშრომლობის ხარისხს სააღმზრდელო დაწესებულებებთან, რაც საერთო ჯამში ბავშვზე ორიენტირებული სრულფასოვანი გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.  

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები