ქუთაისის 25-ე საბავშვო ბაღში ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული  ინფორმაციის გაცვლის მეორე შეხვედრა გაიმართა. სხვადასხვა სკოლამდელი დაწესებულების ხელმძღვანელები, პედაგოგები, მეთოდისტები, სპეცპედაგოგები, ლოგოპედები და მეთოდისტები გაეცნენ „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების  ხარისხის სტანდარტის“ ოჯახისა და თემის მონაწილეობის კომპონენტის გენდერული ზეგავლენის შეფასების კვლევას. კვლევის ექსპერტებმა წარმოადგინეს მიგნებები, საუკეთესო პრაქტიკა, არსებული გამოწვევები, რომლებიც საბოლოო ანგარიშში გამოიკვეთა და თვალსაჩინო გახადა აღნიშნული სტანდარტის ზეგავლენა აღსაზრდელებზე, მშობლებზე, თემზე, სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალზე; წარმოდგენილი იქნა წინადადებები  სერვისის გაუმჯობესებისთვის.

გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს  პატარების აღზრდასა და განათლებაში ორივე მშობლის თანაბარი ჩართულობის, მშობელთა პედაგოგიზაციის და სკოლამდელ დაწესებულებებთან პარტნიორობის კუთხით მუშაობის გაძლიერების მნიშვნელობაზე. მათ გამოთქვეს გულისტკივილი, რომ არასაკმარისია დარგის სპეციალისტების გამოცდილების შესწავლა. მისი გამოყენება, მეტი დიალოგი მშობლებთან, სხვა სერვისის მიმწოდებლებთან ხელს შეუწყობს „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების  ხარისხის სტანდარტის“ უფრო ეფექტიან განხორციელებას. მოხდება მეტად სრულყოფილი და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული სერვისის მიწოდება ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„რას ჰყვებიან ძალადობაგამოვლილი ქალები?“ ასახავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რეალურ ისტორიებს, მათ გამოწვევებსა და იმ სისტემურ ბარიერებს, რომლებიც უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის მიღწევაში უშლით ხელს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2024 წელს გაცემული 8,744 შემაკავებელი ორდერიდან უმეტეს შემთხვევაში – 6,634 შემთხვევა – მსხვერპლი ქალი იყო. მიუხედავად საკანონმდებლო პროგრესისა, ბევრი ქალი დახმარების მიღებას ერიდება სოციალური სტიგმის, ეკონომიკური დამოკიდებულებისა და მხარდაჭერის არასაკმარისი სერვისების გამო. ქალთა ფონდი „სოხუმის“ კვლევაზე დაფუძნებული ეს დოკუმენტი აფასებს არსებული დახმარების პროგრამების ეფექტიანობას და უსვამს ხაზს იმ აუცილებლობას, რომ გაძლიერდეს ქალთა მხარდაჭერის მყარი და მდგრადი მექანიზმები.

გადმოწერა 

ქალთა ფონდი „სოხუმი“ განაგრძობს ციფრული უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ვორკშოპების ორგანიზებას.

4-7 თებერვალს წყალტუბოში, სამტრედიასა და ჩოხატაურში ციფრული უსაფრთხოების ტრენერი ლინდა ჩიხლაძე ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფებს შეხვდა და მათ ციფრულ რისკებსა და თავდაცვის მექანიზმებზე ესაუბრა.

ვორკშოპების ფარგლებში მონაწილეებმა:

- გაიგეს, როგორია ტექნოლოგიებით განპირობებული გენდერული ძალადობის (TFGBV) ფორმები და მისი გავლენა;

- შეისწავლეს პირადი მონაცემების დაცვის ტექნიკები - ძლიერი პაროლები, ორფაქტორიანი ავთენტიკაცია, კონფიდენციალურობის მართვის ინსტრუმენტები;

- გაეცნენ კანონმდებლობას, რომელიც ონლაინ ძალადობისგან იცავს;

- იმსჯელეს ურთიერთმხარდაჭერისა და ქალთა გაძლიერების მნიშვნელობაზე.

ფორუმ-თეატრს ყველგან შეუძლია წარმოდგენის გამართვა - დარბაზში, ქუჩაში...

თებერვლის ერთი შეხვედრა ვანშიჩატარდა, მეორე - ქუთაისის პარკში.

ახალგაზრდა მსახიობებმააქტუალურიპრობლემები წარმოადგინეს.ვანისსკოლაში ფორუმ-თეატრი პირველად იყო და მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა - გამოხატვის ფორმით, თამაშით. შეკრებილთაგან რამდენიმე ჩაერთო თამაშში,სხვებმა კი დისკუსიის დროს თავიანთი დამოკიდებულება გამოხატეს პრობლემების მიმართ.

 

პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ონლაინ ფორმატით ჩატარდა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ „მშვიდობის ელჩი ქალებისა და გოგონების ქსელის“ წევრები ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებიდან.

შეხვედრაზე შეჯამდა პროექტი, მონაწილეებმა მოისმინეს პრობლემათა ადვოკატირების კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი ცალკეული მუნიციპალიტეტების მიხედვით.

ქსელის ლიდერებმა გააჟღერეს თავიანთ თემებში არსებული პრიორიტეტული პრობლემები, რომელთა გამოვლენაზეც ჯგუფის წევრებთან ერთად იმუშავეს.

ქსელის წევრებმა ისაუბრეს ქსელური მუშაობის მნიშვნელობაზე, თითოეული მონაწილის გაძლიერებაზე, სამოქალაქო ინიციტივების განხორციელებაზე. ასევე, აღნიშნეს, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის საერთაშორისო დონეზე ადგილობრივი პრობლემების გაჟღერების შესაძლებლობა, კონკრეტულად კი პლატფორმა „გაეროს ღია კარის დღე“.

პროექტი მალე სრულდება და პარალელურად მიმდინარეობს შეფასება. ქსელურ შეხვედრას ესწრებოდნენ შემფასებლები მარინა გურბო და დაკო ბახტურიძე.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ დაასრულა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების  ხარისხის სტანდარტის „ოჯახისა და თემის მონაწილეობის“ კომპონენტის გენდერული ზეგავლენის შეფასება. დაიწყო საინფორმაციო კამპანია კვლევის სამიზნე ჯგუფებთან ინფორმაციის გაცვლის და დიალოგის გაფართოებისთვის. 

პირველი შეხვედრა ქუთაისის მე-13 საბავშვო ბაღში ჩატარდა, რომელსაც  სკოლამდელი დაწესებულებების პედაგოგები, მეთოდისტები, სპეცპედაგოგები, ლოგოპედები და მეთოდისტები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ესაუბრათ „ოჯახისა და თემის მონაწილეობის“ კომპონენტის პოზიტიურ შედეგებზე, ასევე - ორივე მშობლის თანაბარი ჩართულობის და თემთან კომუნიკაციის კუთხით არსებულ გამოწვევებზე.  

მონაწილეთა შეფასებით, ის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები, რომლებიც კვლევამ გამოკვეთა, ხელს შეუწყობს „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების  ხარისხის სტანდარტის“ ეფექტიან განხორციელებას და ბავშვის ინტერესებზე ორიენტირებული, პოზიტიური გარემოს ჩამოყალიბებას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  • ორშაბათი, 20 იანვარი 2025

ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ცენტრები ატარებენ სამობილიზაციო შეხვედრებს ძალადობის პრევენციისა და შემთხვევების იდენტიფიცირების მიზნით. ცენტრების მობილიზატორების დახმარებით 150-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო ინფორმაცია მსხვერპლთა დახმარების სახელმწიფო და არასამთავრობო სერვისებზე. ინფორმირების შედეგად იანვარში 10 რისკის ჯგუფის მქონე ოჯახი გამოვლინდა.  მათთან მუშაობა უკვე მიმდინარეობს - ბენეფიციარებმა მიიღეს ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგისა და იურისტის კონსულტაციები.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

  • შაბათი, 25 იანვარი 2025

შეხვედრების ძირითადი თემა იყო „როგორი მახასიათებლებით გამოირჩევიან მოძალადეები“.

„შესაძლოა, მათ უმრავლესობას ბავშვობაში აკლდა თანადგომა და აღზრდა, ჰქონდა დაბალი თვითშეფასება, იმყოფებოდა სოციალურ იზოლაციაში. დაბალი თვითშეფასება გავლენას ახდენს ცოლ-ქმრულ ურთიერთობებზე. განსაკუთრებულია გარეგანი სტრესი და ცხოვრებისეული კრიზისები, გადაწყვეტილების მიღების უუნარობა. მოძალადე წინ ვერ იყურება და არ უფიქრდება, რა შეიძლება მოჰყვეს მის საქციელს“, - აღნიშნავს ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი ეკა ქვაჩაკიძე.

ფსიქოლოგმა ონლაინ ფორმატით ჩაატარა შეხვედრები ზუგდიდის, წალენჯიხის, წყალტუბოს, ხონის და ვანის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. იყო ინდივიდუალური კონსულტაციებიც.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მაყურებელი ყოველთვის ინტერესით უყურებს ფორუმ-თეატრის გამოსვლას.

არის კითხვები, ცხოვრებისული ისტორიების გახსენება, რომელიმე მაყურებლის შესვლა როლში, დისკუსიები... სწორედ ეს არის ამ თეატრის თავისებურება.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრს ორი შეხვედრა ჰქონდა მაყურებელთან იანვარში: თერჯოლის  კერძო სკოლაში და ქუთაისის ერთ-ერთ პარკში.

პარალელურად მიმდინარეობს რეპეტიციები და ახალ წარმოდგენებზე მუშაობა. ახლაგაზრდები აქტიურად მუშაობენ, რომ თავიანთი წვლილი შეიტანონ ძალადობის პრევენციაში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

დღის სარეაბილიტაციო ცენტრის 16 ბენეფიციარისთვის ქალთა ფონდ „სოხუმში“ ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ბიზნესის დაგეგმარება და მცირე/მიკრო ბიზნესის მართვა“ (ტრენერი: ელგუჯა დეისაძე - ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი).

ტრენინგი ორ დღეს მიმდინარეობდა შემდეგ საკითხებზე: ბიზნესის დაგეგმვა და პროექტების წერის საფუძვლები, ახალი ბიზნესის ფორმირება-ორგანიზებისთვის სისტემური მიდგომის მეთოდოლოგია, ბიზნეს გეგმის შედგენაში საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება.

მონაწილეებს ჩამოყალიბებული ჰქონდათ ბიზნეს იდეა. ამიტომ სწავლების პროცესი  უფრო მიზანმიმართული იყო და ტრენერმა კონკრეტული რეკომენდაციები გასცა.

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებმა: წარმოადგინეს ბიზნეს პროექტი, შეაფასეს ბიზნეს რისკები, შეავსეს ბიზნეს პროექტის განაცხადი.

მონაწილეებმა ასე დაახასიათეს ტრენინგი:

„საჭირო და სასარგებლო ტრენინგი იყო.“

„მნიშვნელოვანი თემები განვიხილეთ.“

„ძალიან ბევრი რამ გავიგე და ჩემთვის ახალი შესაძლებლობა იხსნება“.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები