საერთაშორისო კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში ქალთა ფონდი „სოხუმის“ პარასპეციალიტების ჯგუფმა პროტესტი მინი-აქციით გამოხატა. ეს ჯგუფი შეიქმნა იმისთვის, რომ სხვადასხვა თემში იმუშაოს კონფლიქტური და რისკის ჯგუფის ოჯახების იდენტიფიცირებისთვის. პარასპეციალიტების საქმიანობა ძალადობის პრევენციას ისახავს მიზნად. ამიტომაც ჩაერთნენ ისინი აქტიურად 16-დღიან კამპანიაში.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

წყალტუბოში, ზუგდიდსა და სენაკში შექმნილი ქალთა ადვოკატირების ჯგუფების მიერ გამოვლენილი საჭიროებების ადვოკატირებისათვის სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა მოხდა. კერძოდ: სენაკის დევნილთა დასახლებაში ბინებს არ ჰქონდათ აბრები ნომრების გამოსახულებით, რაც ხშირად პრობლემას ქმნიდა (მაგ., სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების დროს). სოფელ კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) სკოლის ეზოში არ იყო ძელსკამები, რომლითაც მშობლები და ბავშვები ისარგებლებდნენ. წყალტუბოს დევნილთა ახალ დასახლებაში კი ქალებმა გამოავლინეს პრობლემა, რომ კორპუსებში არ იყო საინფორმაციო დაფები, სადაც განთავსდებოდა საჭირო ინფორმაცია (მაგ., ცხელი ხაზის შესახებ).

ამ ინიციატივების განხორციელება უზრუნველყოფს უსაფრთხო და ქალებისათვის ადაპტირებულ გარემოს.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ნოემბრის ბოლოს, 11 გოგონამ საქართველოდან პოლონეთში გამართულ ერთკვირიან ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. პროგრამა ორგანიზებული იყო გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია Kreisau-Initative-ის მიერ ქალთა ფონდ „სოხუმთან“ ერთად, პოლონურ ორგანიზაცია Fundacja Krzyzowa-სთან თანამშრომლობით.

ქართველი გოგონები ჩვენი ახალგაზრდული კლუბების წარმომადგენლები იყვნენ დასავლეთ საქართველოს 10 სამიზნე მუნიციპალიტეტიდან, რომლებმაც მაღალი მოტივაცია, ჩართულობა და ინტერესი გამოიჩინეს. პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგი მიზნად ისახავდა 47 ახალგაზრდა ქალის გაძლიერებას ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და და თვითშეფასებაზე გერმანიიდან, საქართველოდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და უელსიდან.

წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ ვიდეორგოლს 2024 წლის ივნისში ოთხი პოლიტიკის დოკუმენტის შესახებ, რომელიც ხაზს უსვამს ქალთა მიმართ ძალადობის რისკის მაჩვენებლებს. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 1,027 ქალმა 10 მუნიციპალიტეტიდან, ხოლო ანგარიშები ორიენტირებული იყო მოწყვლადი ქალებისთვის მნიშვნელოვან საკვანძო საკითხებზე.

რისკების ინდიკატორების რუკა ხელმისაწვდომია აქ - https://sosfsokhumi.ge/fsdata2024

 წარმოგიდგენთ ჩვენს რუბრიკას "წარმატებული ხელოვანის პროფილი", სადაც გვანცას ისტორიაა მოთხრობილი. გვანცა ჩვენი დღის ცენტრის - პოლიმერული თიხის კურსდამთავრებულია, სადაც მან საკუთარი შემოქმედებითი ნიჭი განავითარა და ახალი - პოლიმერული თიხის ოსტატობის უნარებს წარამტებით დაეუფლა.

მისი ნამუშევრების ნახვა შეგიძლიათ აქ - https://www.facebook.com/profile.php?id=61567478503482

ვიდეოში მოცემულია ქალთა ფონდი "სოხუმის" მუშაობა ქალთა გაძლიერების მიმართულებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაგალითზე.

ქსელური შეხვედრა ონლაინ ფორმატით გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ „მშვიდობის ელჩი ქალებისა და გოგონების ქსელის“ წევრები ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ზუგდიდის  მუნიციპალიტეტებიდან.

შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს პრობლემათა ადვოკატირების კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი ცალკეული მუნიციპალიტეტების მიხედვით.

ქსელის ლიდერებმა გააჟღერეს თავიანთ თემებში არსებული პრიორიტეტული პრობლემები, რომელთა გამოვლენაზეც ჯგუფის წევრებთან ერთად იმუშავეს.

შეხვედრის მონაწილეებმა ერთად იმსჯელეს არსებულ შესაძლებლობებზე. საერთო მოსაზრებით, ყველა რესურსი აქტიურად იქნება გამოყენებული იდენტიფიცირებული პრობლემების მოსაგვარებლად.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში I ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გაიმართა. მათ ისაუბრეს, თუ როგორ აქტიურად აგრძელებენ მუშაობას თავიანთ თემებში პრობლემების ადვოკატირების კუთხით. ქალები სამოქალაქო ჩართულობის ფორმებს იყენებენ, ხვდებიან დეპუტატებს, ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლებს, სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებს და ამ გზით დევნილთა თემებში სოციალური პირობების გაუმჯობესებას ცდილობენ.

საინიციატივო ჯგუფების წევრები აღნიშნავენ:

„რომ არა ეს პროექტი, ჩვენ არც არავინ მოგვისმენდა..“

„ის, რომ მოგვისმინეს, მერიაში შეტანილი წერილის პასუხად, შესაბამისი სამსახურიდან დაგვირეკეს, პრობლემის მოგვარებას  დაგვპირდნენ - ეს, აშკარად, ფონდი „სოხუმის“ და ამ პროექტის დამსახურებაა.“

„ძირითადად, საოჯახო საქმეებით ვიყავი დაკავებული. ასე მეგონა, ჩემი ძალები უკვე ამოვწურე. ამ პროექტში ჩართვამ გამააქტიურა და ძველებური მოტივაცია დამიბრუნა.“

ჯგუფის წევრები ახალი პრობლების იდენტიფიცირებასაც ახდენენ. მათ სჯერათ თავიანთი შესაძლებლობების, იციან ადრესატების სწორად შერჩევა და აქტუალური საკითხების სწორად წარდგენაც. იმედი აქვთ, რომ წელს მოუგვარებელი მათი პრობლემები მომდევნო წლის ბიუჯეტის ფარგლებში მოგვარდება.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

ქალთა ადვოკატირების ჯგუფებმა ვანის, ხობის, თერჯოლის, სამტრედიის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საჯარო სივრცეების მოვლა-პატრონობა დაისახეს მიზნად, კერძოდ: ვანში, სოფელ სალხინოში განახლდა სტადიონი და ორი სკვერი, თერჯოლაში - სოფელ ღვანკითის ერთ-ერთი უბანი, ხობში გამწვანდა სოფელი ნოჯიხევი და ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია,  სამტრედიაში კეთილმოეწყო სტადიონი და ორი სკვერი დიდ ჯიხაიშში, ახალსოფელში და „ნახალოვკის“ დასახლებაში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში კი ეკლესიის ეზოს და შემოგარენი. 

ამ ინიციატივების განხორციელება უზრუნველყოფს უსაფრთხო და მოწესრიგებულ გარემოს აღნიშნული თემებში. ამასთან, ქალების მიერ ამ ადგილების მოვლაზე პასუხისმგებლობის აღება აძლიერებს სამოქალაქო პასუხისმგებლობის განცდას და განამტკიცებს თემის კეთილდღეობას.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ახალგაზრდების გაძლიერების ცენტრებში დასრულდა სატრენინგო კურსი. შემდეგი ხუთი ტრენინგი გაიმართა ქობულეთში, თერჯოლაში, წალენჯიხაში, სენაკსა და   ხობში მცხოვრებ ახალგაზრდებთან.

ყველა ცენტრი აქტიურად ჩაერთო საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. მათ დაგეგმეს 30 ღონისძიება კამპანიის ფარგლებში. ახალგაზრდების ინიცირებულ აქტივობებში სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი ერთვება. ეს კარგი საშუალებაა ინფორმაციის გავრცელებისთვის და სტიმულის მოცემია ახალგაზრდებისთვის.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები