წალენჯიხა, სენაკი, თერჯოლა - ამ სამ მუნიციპალიტეტში ჩატარდა იანვრის ტრენინგები ახალგაზრდებთან. ორგან - ზუგდიდსა და სამტრედიაში კი გაიმართა ონლაინ შეხვედრები.

განსაკუთრებით საინტერესო იყო შეხვედრები სენაკსა და თერჯოლაში. ამ კლუბების წევრებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს კონკურსში, რომელიც გაიმართა კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში.

კონკურსის შედეგები 2024 წლის ბოლოს შეჯამდა და წლის პირველ შეხვედრებზე მადლობის სიგელები და საჩუქრები გადაეცა რამდენიმე მონაწილეს: სალომე ლაშქარავას, ლიკა წურწუმიას, ვიკა წურწუმიას (სენაკის ახალგაზრდული კლუბი), სალომე ფანჩულიძეს და მარიამ გოგსაძეს (თერჯოლის ახალგაზრდული კლუბი).

გოგონების გამარჯვება და დაჯილდოება დიდი სტიმულია კლუბის სხვა წევრებისთვის, რომლებიც მეტი ინტერესით ჩაერთვებიან ახალ აქტივობებში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  • ორშაბათი, 20 იანვარი 2025

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა აქტიურად დაიწყეს 2025 წელი.

2024 წელს მუშაობა მიმდინარეობდა დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში (ვანი, წყალტუბო, ხონი, სამტრედია, თერჯოლა, სენაკი, ხობი, წალენჯიხა, ზუგდიდი, ჩოხატაური).

ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ოთხი მიმართულებით მუშაობენ:

  1. ოჯახური ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა
  2. ქალთა მხარდაჭერა, სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერება ლოკალურ თემებში
  3. ძალადობის შემთხვევების მონიტორინგი
  4. სოციალური, ინფრასტრუქტურული პრობლემების იდენტიფიცირება და ადვოკატირება

ამ მიზნების მისაღწევად 2024 წელს:

  • ხუთშაბათი, 26 დეკემბერი 2024

ქალთა ფონდი  „სოხუმის“ დევნილ ქალთა და გოგონათა საერთო ქსელის „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდა ქალების ქსელის“ ფარგლებში პროექტით გათვალისწინებული ინიციატივები განხორციელდა ხუთ მუნიციპალიტეტში: სენაკში, წყალტუბოში, ხონში, ზუგდიდსა და ქუთაისში.

პროცესში აქტიურად ჩაერთნენ ქალთა ჯგუფის ლიდერი ქალები, აქტივისტები, თემის მცხოვრებლები. ინიციატივები განხორციელდა ადგილობრივი თემის ადამიანური რესურსით.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

წარმოდგიდგენთ ჩვენს ახალ სიუჟეტს, სადაც ასახულია ქალთა ფონდი „სოხუმის“  მუშაობა ქალთა როლის, ჩართულობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე. ჩვენ 20 წელზე მეტია აქტიურად ვმუშაობთ დასავლეთ საქართველოს ათ მუნიციპალიტეტში: ქუთაისი, წყალტუბო,  ხონი, თერჯოლა, სამტრედია,  ჩოხატაური,  ზუგდიდი,  სენაკი,  წალენჯიხა, ხობი.

ნახატები თემაზე „ოჯახი“ - ხატვის გაკვეთილებზე, მოკლემატრაჟიანი ფილმის ნახვა ძალადობის წრეზე და მინიაქცია „ძალადობა ბოროტებაა“ ქართული ენის გაკვეთილზე - ასე ჩაერთნენ მოზარდები საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. ეს ბავშვები რუსეთ-უკრაინის ომის გამო დროებით ქუთაისში ცხოვრობენ და მათთვის ქალთა ფონდ „სოხუმში“ სხვადასხვა კურსი მოქმედებს. კამპანიას მასწავლებლების და ასისტენტების ინიციატივით ქართული ენის და  ხატვის კურსების მონაწილეები გამოეხმაურნენ. ბავშვების თქმით, ძალადობა მართლაც ბოროტებაა და ყოველთვის ხმა უნდა ავიმაღლოთ ძალადობის წინააღმდეგ, რათა ოჯახში სიმშვიდე და ჰარმონია იყოს.

 

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში

PIN მხარდაჭერით

  • სამშაბათი, 24 დეკემბერი 2024

ხონის, წყალტუბოს, ვანის, ზუგდიდის და სამტრედიის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ქალებთან ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა ონლაინ გამართა  სამი ინდივიდუალური და ორი ჯგუფური შეხვედრა. შეხვედრის პროცესში მონაწილეები გამოირჩეოდნენ აქტიურობით, გულახდილობით, გამოხატავდნენ ნდობას. ისინი ხმამაღლა საუბრობდნენ არსებულ პრობლემებზე და ითვალისწინებდნენ მათთვის მიცემულ რჩევებს.

საკმაოდ რთული ქეისებია ვანისა და სამტრედიის მუნიციპალიტებებში. აღინიშნა, რომ მათ ოჯახებში შეინიშნება ძალადობის ზრდის ტენდენცია, აქვთ ურთიერთობების პრობლემები. ერთ-ერთ ქალს, რომელიც სახლიდან წავიდა, საკუთარი ოჯახის წევრები აიძულებენ, რომ დაბრუნდეს ქმართან ცნობილი მოტივით: „რას იტყვის ხალხი?“, „სირცხვილია“, „მოგვეჭრა თავი“ და ა.შ.

ახლოვდება ახალი წელი და ქალები ცდილობენ პოზიტიურად, იმედით და სიხარულით შეხვდნენ 2025 წლის შემობრძანებას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქუთაისის და ხონის ქალთა და ახალგაზრდული ჯგუფები წევრები აქტიურად შეუერთდნენ 16 დღიან საერთაშორისო კამპანიას ძალადობის წინააღმდეგ. მათ სხვადასხვა აქტივობით გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება და კიდევ ერთხელ, ერთხმად უთხრეს ძალადობას ,,არა,,!

სენაკისა და წყალტუბოს საინიციატივო ჯგუფები აქტიურად იყვნენ ჩართული ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიაში. 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჯგუფების მიერ სხვადასხვა ფორმატის აქტივობები ჩატარდა.   საინფორმაციო შეხვედრებზე, ვორკშოპებზე, დებატებზე მთავარი განსახილველი თემა ქალთა მიმართ ძალადობა და პრევენციული მექანიზმები იყო მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდოს, რა მექანიზმები არსებობს ძალადობის მსხვერპლთა დახმარების კუთხით. საჭიროა გაიზარდოს საზოგადოების ინფორმირება და ჩართულობა პრობლემის პრევენციისა და მსხვერპლთა დახმარების საქმეში.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში,როგორც ქალებთან,ასევე სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს.მონაწილეებმა სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიიღეს .აღინიშნა,რომ მნიშვნელოვანია მათზე ხელმისაწვდომობა და საზოგადოების ინფორმირებულობა. ორგანიზატორებმა ისაუბრეს ძალადობის ფორმებსა და პრევენციული მექანიზმების შესახებ.მსგავსი შეხვედრები ,სხვადასხვა მხარის მონაწილეობით, ხელს უწყობს გლობალური პრობლემის აღმოფხვრის გზების ძიებას და ამ პროცესში საზოგადოებასთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობას.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  სოფლების  დიდინეძისა და კოკის ქალთა და ახალგაზრდული ჯგუფების  წევრები უერთდებიან ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან საერთაშორისო კამპანიას .    საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები,ვორკშოპები,სადაც საუბარი შეეხო ძალადობის მსხვერპლთა დახმარების კუთხით ქალთა ინფორმირებულობის გაზრდის მნიშვნელობას, პრევენციული ზომების ამოქმედების აუცილებლობას,სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობას.16 დღიან საერთაშორისო კამპანიაში საქართველოსთან ერთად უამრავი ქვეყანაა ჩართული,რაც იმის მაჩვენებელია,რომ საკითხი ჯერ კიდევ აქტუალურია და მასთან ბრძოლის მთავარი მექანიზმი პრობლემის წინააღმდეგ საზოგადოების გაერთიანებაა.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები