წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საბჭო შეიქმნა. საბჭოში ის ადამიანები არიან გაერთიანებულნი, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ფონდ „სოხუმთან“, მონაწილეობენ ტრენინგებსა თუ შეხვედრებში.

საკრებულოში საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი დოლიძემ ქალთა მიმართ ძალადობის დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2018 წწ. სამოქმედო გეგმებზე ისაუბრა.

საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ახალაძემ ყურადღება ქვეყანაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე არსებულ პრობლემებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ კონკრეტულ ღონისძიებათა დაგეგმვა ამ მიმართულებით აუცილებელია.

 

ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ მომზადებული პროექტის „გენდერული განათლება სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის“ ფარგლებში მომზადებული თოჯინების ჩრდილების თეატრის ფორმატით შექმნილი სპექტაკლის ჩვენება რეგიონებში მოეწყო.

ხონის, წყალტუბოს, სენაკის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა ინტერესით მოისმინეს, როგორ იბრძვის სცენარის მთავარი გმირი - პირიმზე ძალადობის, ბოროტების წინააღმდეგ. რამდენად ფასეულია მისთვის მეგობრობა, სიყვარული, თანასწორობა, პატრიოტიზმი.

პროექტი ხელს შეუწყობს გენდერული ცნობიერების ჩამოყალიბებას ბავშვებში.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
  
18 ივნისს, მორიგ სხდომაზე, ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭო ჩატარებული საჭიროებების კვლევის შედეგებს კიდევ ერთხელ შეეხო და განიხილა გარკვეული წინადადებები და რეკომენდაციები.
სხდომაზე დაანონსდა საბჭოს ახალგაზრდული პროექტი „ახალგაზრდები - არაძალადობრივი საზოგადოებისათვის“. პროექტის ფარგლებში პირველი საჩვენებელი წარმოდგენა ბათუმის 6 სკოლის ჩართვით უკვე შედგა.
სხდომაზე სხვა პროექტების იდეებიც განიხილეს, რომელთაც, საბჭოს წევრების აზრით, აუცილებლად ექნება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერა.
სხდომაზე ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრების მონაწილეობამ მათი საინტერესო გამოცდილება და წარმატებული პროექტები წარმოაჩინა. ითქვა, რომ გამოცდილების გაცვლის სისტემა საბჭოებს დაეხმარება, უფრო საინტერესო და მრავალმხრივი  გახადონ თავისი საქმიანობა.  
 
პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

ფონდ „სოხუმში“ აქტიურად მოქმედებს საკონსულტაციო ჯგუფი გენდერულ საკითხებში. ჯგუფის წევრები შეხვდნენ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელ პირს სოფიკო ნატრიაშვილს, რომელსაც გაეწია კონსულტაცია ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის კუთხით. საუბარი შეეხო გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს, საბჭოსა და ფონდ „სოხუმს“ შორის სამომავლო თანამშრომლობას და გეგმებს.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

FormatFactoryIMG 20150317 140936სენაკის რეგიონალური არქივის წარმომადგენლებთან შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. არქივში 6 თანამშრომელია. როგორც აღინიშნა, აქ ინახება 1921 წლიდან დღემდე არსებული რაიონული მნიშვნელობის დოკუმენტები. სამომავლოდ არქივის გადატანა იგეგმება ქალაქ ზუგდიდში. როგორც არქივის თანამშრომლები ამბობენ, მათ უმუშევრად დარჩენის საფრთხე არ ემუქრებათ, რადგან გამოცხადებულ ვაკანსიებსა და ტესტირებებში მიიღებენ მონაწილეობას.FormatFactoryIMG 20150317 141746სენაკის არქივის წარმომადგენლებმა ფონდ „სოხუმთან“ თანამშრომლობის სურვილი გამოხატეს. დაინტერესდნენ გენდერული საკონსულტაციო საბჭოსა და ამომრჩეველ ქალთა კლუბის მუშაობით, სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის სერვისებით.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

1ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს სენაკის მე-2 საბავშვო ბაღში გაიმართა გამოფენა „ქალები მშვიდობის, სილამაზისა და ჰარმონიისათვის“, სადაც წარმოდგენილი იყო თვითნასწავლი ქალბატონებისა და საბავშვო ბაღების თანამშრომლების ნამუშევრები. ღონისძიება მუსიკალური ნომრებით გაფორმდა.
გამოფენა დაათვალიერეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა.
გამოფენა მოეწყო საბავშვო ბაღის ინიციატივით. ეს არის შედეგი დაწყებული მუშაობისა ფონდი ,,სოხუმის“ და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთობლივი პროექტის „სამოქალაქო განათლება გენდერული თანასწორობისა და ჯანსაღი გარემოსათვის სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში“ ფარგლებში.

2 3 4

 
 
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ფონდი „სოხუმის“ პუბლიკაციის „ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება დასავლეთ საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა ხონის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში.

კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ მონაწილეებმა - სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებმა - მოისმინეს ცალკეულ ქალაქებში შემუშავებული რეკომენდაციები. აქცენტი გაკეთდა იმ წინადადებებზე, რომლებიც ხონის ჯგუფის მიერ იქნა მოწოდებული.

დისკუსიისას საუბარი შეეხო საზოგადოების უსაფრთხო ცხოვრების კომპონენტებს. მონაწილეთა აზრით, ქალთა უსაფრთხოების ხარისხის ამაღლება საზოგადოების კონსოლიდაციით უნდა დაიწყოს და პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ სტრუქტურებმა, რომელთაც ამ მიმართულებით გარკვეული პოზიტიური ცვლილებების მოხდენა შეუძლიათ.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

წყალტუბოს საკრებულოს სხდომათა დარბაზში საზოგადოების სხვადასხვა სპექტრის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათთვის გაიმართა ფონდი „სოხუმის“  პუბლიკაციის „ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება დასავლეთ საქართველოში“ პრეზენტაცია. 

დისკუსიისას მონაწილეებმა სხვადასხვა პოზიციიდან ისაუბრეს ადამიანურ საფრთხეებზე და გამოსავალზეც იფიქრეს. რეკომენდაციების დიდი ნაწილი შეეხებოდა საფრთხეებს სკოლებში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, აგრეთვე - ჯანმრთელობის სფეროს, ქალთა უფლებებს, სასურსათო უსაფრთხოებას.

შეხვედრის მონაწილენი მიიჩნევენ, რომ საკითხის აქტუალურობა ნებისმიერ ადამიანს დააინტერესებს. მსჯელობა და რეკომენდაციების შემუშავება საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად უნდა გაგრძელდეს, სახელისუფლებო რგოლები კი მეტი აქტიურობით ჩაერთონ უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებაში.   

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გაიმართა ფონდი „სოხუმის“ პუბლიკაციის „ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება დასავლეთ საქართველოში“ პრეზენტაცია. შეხვედრას დაესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, აქტივისტი ქალები.

პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია გაიმართა. მონაწილეებმა, ძირითადად,  სოციალურ საკითხებზე გააკეთეს აქცენტი, რადგან მიაჩნიათ, რომ ამ კუთხით არსებული საფრთხეები სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ქალებს. ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პროგრამებზე ისაუბრეს, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხორციელდება. მონაწილეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ იმ დახმარებით, რომელიც მრავალშვილიან დედებს ეხება.

მონაწილეთა საერთო შეფასებით, მსგავსი საკითხების განხილვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან  ერთად გაზრდის თანამშრომლობის ხარისხს და პრობლემების გადაჭრას შეუწყობს ხელს. 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

    

19 მაისს თერჯოლაში დასრულდა ბიზნეს-პროექტების კონკურსი პროექტის „ახალგაზრდებისგანვითარებაახალსაფეხურზე“ ფარგლებში. კონკურსის დაწყებამდე, ბიზნეს-პროექტების განხილვის მიზნით, შეიკრიბა კომისია, რომლის წევრები იყვნენ: დონორი ორგანიზაცია PIN-ის და ფონდი „სოხუმის“, ადგილობრივი სტრუქტურებისწარმომადგენლები, ახალგაზრდული სახლის დირექტორი. ქულები ობიექტურად  განაწილდა. კონკურსის გამარჯვებულებად დასახელდნენ: ელისო ფანჩულიძე, ნიკოლოზ მემანიშვილი და ნანო მაკარიძე. საუკეთესო ბიზნეს-პროექტების ავტორებმა საჩუქრად მიიღეს პროექტის ფარგლებში შეძენილი კომპიუტერული ტექნიკა.

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია  „ადამიანი გაჭირვებაში“  მხარდაჭერით (დონორი - მსოფლიო ბანკი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები