• ორშაბათი, 26 თებერვალი 2024

აქტიური იყო თებერვალი ფსიქოლოგ მანანა გოცირიძისთვის:

- მან ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრა გამართა თერჯოლაში. 12 ქალთან გაიმართა საუბარი იმაზე, თუ როგორ ვლინდება მსხვერპლის სინდრომი და როგორ უნდა დაძლიოს მსხვერპლის პოზიცია. ასევე ჩატარდა ინდივიდუალური კონსულტაცია ძალადობის მსხვერპლთან.

- 12-დან 23 თებერვლამდე ქუთაისის სარეაბილიტაციო ცენტრში ძალადობის მსხვერპლთა კიდევ ერთი ჯგუფი იმყოფებოდა - ორი ქალი და ექვსი ბავშვი. მათ მიიღეს იურისტის, ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის კომპლექსური დახმარება. წასვლის წინ ერთ-ერთმა თქვა: „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ შესანიშნავ ადგილას მოვხვდი. ყველა ქალი უნდა ჩამოვიდეს აქ, რათა გაიგოს თავისი მდგომარეობა და მოუსმინოს საკუთარ თავს. ჩემს უფროს ქალიშვილს ეშინოდა ფსიქოლოგის, მაგრამ იმდენად მოსწონდა, რომ ყოველდღე ელოდა საინტერესო, სასარგებლო საუბრებს“.

- პარასკევობით მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია ქუთაისის დღის ცენტრის პოლიმერულ თიხასთან მუშაობის ახალ ჯგუფთან.

- შემოვიდა 8 ზარი - ფსიქოლოგი გამოეხმაურა ბენეფიციარების ემოციურ მდგომარეობას და დაეხმარა მათ საჭიროებისამებრ.

- ონლაინ 11 ინდივიდუალური კონსულტაცია ჩატარდა რეგიონებში სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობით.

- ქუთაისში გაიმართა 12 ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული სესია.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

იანა კოშელეცი 37 წლისაა, ქმართან და 15 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს ქუთაისში. მარიუპოლიდან ომს გაექცნენ. თავიდან გერმანიაში ცხოვრობდნენ, მაგრამ ბიჭუნა იქ სწავლას ვერ მიეჩვია და საქართველოში გადაწყვიტეს ჩამოსვლა...

იანა ერთ-ერთია, ვინც ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის კონსულტაციით სარგებლობს. ფსიქოლოგმა მანანა გოცირიძემ თებერვალში 4 შეხვედრა ჩაატარა უკრაინიდან ჩამოსულ ოჯახებთან. 13 ლტოლვილს შეხვდა პირველად და დაგეგმა შემდგომი თერაპია, 6 ადამიანთან კი მიმდინარეობს ინდივიდუალური ფსიქორეაბილიტაცია.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ფსიქოლოგის მუშაობა ბავშვებთან - დედები კმაყოფილებით ამბობენ, რომ სეანსების შემდეგ მათი შვილები საგრძნობლად შეიცვალნენ, უკეთესები გახდნენ...

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

წყალტუბოს ინოვაციების ცენტრში ჩატარდა ტრენინგი „მტიცებულებაზე დაფუძნებული ადვოკატირება“, რომელსაც დევნილთა სხვადასხვა თემში მცხოვრები აქტიური ლიდერი ქალები და გოგონები დაესწრნენ.

მონაწილეებმა გაიგეს ადვოკატირების არსი, მოახდინეს საკუთარ ჩასახლებებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და ჩამოაყალიბეს ადვოკატირების სტრატეგიული გეგმა.

პრაქტიკული მაგალითებით და სავარჯიშოებით მონაწილეებმა გააანალიზეს  ადვოკატირების ხელშემწყობი და ხელშემშლელი ფაქტორები. ყურადღება გამახვილდა SWOT ანალიზზე, რამაც მონაწილეებს დაანახა ადვოკატირების ჯგუფის  ძლიერი და სუსტი მხარეები. ტრენინგის ბოლოს მათ აღნიშნეს, რომ შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები დაეხმარება მათ ადვოკატირების წარმატებით წარმართვაში.

მუშაობა მიმდინარეობს ცენტრ „აფხაზეთთან“ პარტნიორობით, პროექტის „კონფლიქტების ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში და მოლდოვაში“ ფარგლებში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ქალთა და ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა პროექტის კოორდინატორს ,გიორგი ხეჩინაშვილს უმასპინძლეს.აღინიშნა რომ,დონორების მხრიდან , ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით, მსაგავსი სახის პრეზენტაციები,ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია.USAID_ის პროგრამის წარმომადგენელმა თითქმის 3 საათიანი შეხვედრის მანძილზე კლუბის წევრებისგან მოისმინა ინფორმაცია პროექტის ფარგლებში გაწეული მუშაობის შესახებ.ადგილზე გაეცნო გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების პრობლემებსა და საჭიროებებს.კლუბის ლიდერმა ისაუბრა პროექტის სარგებელის შესახებ.გამოიკვეთა ,რა საკითხები მოგვარდა სოფელში და რა იგეგმება სამომავლოდ.შეხვედრა ნაყოფიერი აღმოჩნდა თითოეული მონაწილისთვის.

ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები აგრძელებენ კვლევას „ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასების“ კუთხით. ეს ჯგუფი ამ ეტაპზე, ოთხ ფოკუს ჯგუფს ჩაატარებს.  წევრები გაეცნენ კვლევის ძირითად მიზნებს, ამოცანებს, განსაზღვრეს სამიზნე ჯგუფები და გადაინაწილეს პასუხისმგებლობები. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ხონის, ქალთა მეორე საინიციატივო ჯგუფის წევრები, კვლევას „ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასების“ კუთხით, ჩაღრმავებული ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით გააგრძელებენ. ეს ჯგუფი, ამ ეტაპზე, წინასწარ განსაზღვრულ და შერჩეულ ოთხ რესპონდენტთან იმუშავებს.

ხონის ახალგაზრდული კლუბის წევრებს  ტრენინგი ჩაუტარდათ თემაზე"დეზინფორმაცია და მასთან ბრძოლის მექანიზმენზე", მედიაწიგნიერების არსა და მნიშვნელობაზე. მონაწილეები ტრენინგის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილში ჩაერთნენ. ახალგაზრდებმა მოისმინეს, თუ როგორ გაარჩიონ რეალური და ყალბი ინფორმაცია ერთმანეთისგან, შეიძინეს დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის საჭირო უნარები .

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები აქტიურად აგრძელებენ გამოკითხვის პროცესს, რომელიც წინა თვეს დაიწყო. ჯგუფის წევრები პროცესს ფოკუს-ჯგუფების და ჩაღრმავებული ინტერვიუების მეთოდით ახორციელებენ. მიღებული ინფორმაცია საერთო კვლევაში აისახება, რომლის მიზანია ადამიანური უსაფრთხოების საკითხების გენდერულ ჭრილში გამოკვეთა.

 ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა სამშვიდობო ინიციატივებზე გააკეთეს აქცენტი. დაიგეგმა რამდენიმე აქტივობა, რომელსაც ჯგუფის ლიდერები სხვადასხვა კლასში ჩაატარებენ. მათი მოსაზრებით, ეს აქტივობები ხელს შეუწყობს სამშვიდობო თემების პოპულარიზებას.

 გრძელდება კვლევა „ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასების“ მიზნით, რომელსაც ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ახორციელებენ. ️ამ ეტაპზე, ოთხი ფოკუს ჯგუფი და ოთხი ჩაღრმავებული ინტერვიუ ჩატარდება. ჯგუფის წევრები გაეცნენ კვლევის ძირითად მიზნებს, ამოცანებს, განსაზღვრეს სამიზნე ჯგუფები და გადაინაწილეს პასუხისმგებლობები.

ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის თებერვლის თვის ტრადიციული შეხვედრის თემა სამშვიდობო ინიციატივები იყო.ახალგაზრდებმა  სამოქმედო გეგმასა და სამომავლოდ განსახორციელებელ აქტივობებზე იმუშავეს. კლუბს ახალი წევრები შეუერთდნენ, მათ  ახალგაზრდული კლუბის და ფონდ,, სოხუმის,, საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრას სსიპ ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის N 6 საჯარო სკოლა მასპინძლობდა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები აწარმოებენ კვლევას"ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება"რომლის ფარგლებშიც ფოკუს_ჯგუფები და ინტერვიუები ტარდება.ჯგუფის წევრები გაეცნენ კვლევის ძირითად მიზნებს, ამოცანებს, განსაზღვრეს სამიზნე ჯგუფები და გადაინაწილეს პასუხისმგებლობები.

სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ტრენინგი ჩატარდა თემაზე: „ძალადობის პრევენცია და მსხვერპლთა დახმარების რესურსები“. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების საქმიანობაზე, კრიზისულ ცენტრსა და იმ სერვისებზე, რომელიც მსხვერპლთა დასახმარებლად არსებობს.

სენაკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა გენდერული თანასწორობის საკითხებზე იმსჯელეს. მათი მოსაზრდებით , გენდერული სტერეოტიპების მსხვრევა ხელს შეუწყობს თანასწორუფლებიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას,პროცესში კი  ახალგაზრდების ჩართულობა აუცილებელია.

ახალგაზრდების ინფორმირებულობა გენდერულ პრობლემებზე,არაძალადობრივი კულტურის დანერგვის ფორმირება,ამ თემების ირგვლივ იმსჯელეს მორიგ შეხვედრაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ახალგაზრდული კლუბის წევრებმა.

ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები კი აწარმოებენ კვლევას „ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება“ ,რომლის ფარგლებშიც   ფოკუს ჯგუფები და ინტერვიუები ტარდება.უკვე  განსაზღრულია კონკრეტული რესპონდენტები. ამ დროისთვის უკვე ჩატარდა ორი ფოკუს ჯგუფი და ერთი ინტერვიუ.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები